Bloomberg-ის სავალუტო სისტემაში ამჟამად ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.8147 ლარს შეადგენს. დღევანდელი ვაჭრობა დოლართან მიმართებით 2.7849 ლარის კურსზე გაიხსნა და ის “ქართული ოცნების” უმრავლესობის მიერ “რუსულ კანონზე” პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის სხდომის შეკრების პარალელურად გაუფასურდა.
ეს ჯერ ოფიციალური გაცვლითი კურსი არაა, მას საქართველოს ეროვნული ბანკი 17:00-ზე გამოაქვეყნებს, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ წინა ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.7680 ლარს შეადგენდა, დღევანდელი ვაჭრობით ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი მაღალი ალბათობით გაუფასურდება.
კომერციულ ბანკებში ერთი დოლარის შეძენა 2.84-2.88 ლარის ფარგლებში არის შესაძლებელი.
“სოხუმის ახალი აეროპორტის ამოქმედება 2025 წლის ტურისტული სეზონის დაწყებამდე იგეგმება”, – ამის შესახებ პროპაგანდისტულ გამოცემა Sputnik-თან, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ელჩმა რუსეთში,…
დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები 15 თებერვალს ჩატარდება. ინფორმაციას რუსული მედია ე.წ. ცესკო-ზე დაყრდნობით ავრცელებს. აღსანიშნავია, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში…
თბილისის მერიამ საკრებულოს 2025 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი წარუდგინა, რომელიც საკრებულოში განხილვების შემდეგ დაკორექტირდება. ბიუჯეტის პირველადი პროექტით, თბილისის მერიის ხარჯები 1,781,853,300…