Fitch-მა საქართველოს რკინიგზის საკრედიტო რეიტინგი უცვლელად “BB-”-ზე დაადასტურა

Fitch-მა საქართველოს რკინიგზის საკრედიტო რეიტინგი უცვლელად “BB-”-ზე დაადასტურა

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა “საქართველოს რკინიგზის” საკრედიტო რეიტინგი უცვლელად, “BB-”-ზე დაადასტურა. ასევე უცვლელია კომპანიის რეიტინგის პერსპექტივა და ის “პოზიტიურია”.

საქართველოს რკინიგზის შეფასება ერთი საფეხურით დაბალია საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგზე, რაც “BB” ნიშნულზეა, საგულისხმოა, რომ ივნისში Fitch-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგის პროგნოზი გააუარესა და ის “პოზიტიურიდან” “სტაბილურამდე” შეამცირა, რაც შიდა პოლიტიკური გარემოს გაუარესებით, ასევე გაზრდილი გეოპოლიტიკური რისკებით იყო განპირობებული.

Fitch-ი აღნიშნავს, რომ კომპანიისთვის გამოწვევას წარმოადგენს იმ სატრანსპორტო ნაკადების შენარჩუნება, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომიდან გამომდინარე ალტერნატიულ მარშრუტებზე, მათ შორის საქართველოს დერეფანზე გადმომისამართდა. თუმცა Fitch-ი მიუთითებს, რომ წინასწარი მონაცემები მეტყველებს იმაზე, რომ 2022 წლის პიკის შემდგომ თანდათანობით მცირდება კომპანიის შემოსავლების მოცულობა.

Fitch-ი ასევე წერს იმაზე, რომ საქართველოს რკინიგზისთვის ხარჯების სტრუქტურა უმეტესწილად მრავალათასიანი სამუშაო ძალის ხელფასებზე არის კონცენტრირებული, რაც მთლიანი საოპერაციო ხარჯების ნახევარს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს ლოგისტიკური სერვისები (ხარჯების 15%) და საწვავისა და ელექტროენერგიის ხარჯები ( ხარჯების 11%).

კიდევ ერთი საკითხი, რაზეც Fitch-ი წერს არის საქართველოს მთავრობისა და კომპანიის თანამშრომლობა, საუბარია რკინიგზის სამგზავრო გადაყვანებზე, რომელიც კომპანიისთვის ზარალიან სეგმენტს წარმოადგენს. Fitch-ის თანახმად, 2024 წლისთვის საქართველოს მთავრობა რკინიგზას 8 მილიონის ანაზღაურებას მიაწვდის სამგზავრო გადაყვანების სუბსიდირებისთვის. Fitch-ის თანახმად, თუკი მომავალში ამ მიმართულებით დახმარება გაფართოვდება, ეს კომპანიის საკრედიტო რეიტინგზე დადებითად შეიძლება აისახოს.

Fitch-ის შეფასებით, საქართველოს რკინიგზა მოწყვლადია $500-მილიონიანი ევრობონდების მომსახურების სავალუტო რისკის მიმართ, თუმცა ამ რისკს აბალანსებს ის, რომ თავად რკინიგზის სატრანსპორტო მომსახურების ტარიფები აშშ დოლარსა და შვეიცარიულ ფრანკში არის ნომინირებული.

2024 წლის პირველ კვარტალში საქართველოს რკინიგზამ 152 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით კომპანიის შემოსავალი 10%-ით, ანუ 14 მილიონი ლარით არის გაზრდილი.

ფინანსური ანგარიშის თანახმად, საქართველოს რკინიგზის აქტივები 2.5 მილიარდ ლარს შეადგენს, ვალდებულებები კი 1.64 მილიარდი ლარია.

მსგავსი სიახლეები

მთავრობა შაქრის იმპორტზე ერთი წლით გადასახადს აწესებს

მთავრობა შაქრის იმპორტზე ერთი წლით გადასახადს აწესებს

“ქართული ოცნების” მთავრობამ შაქრის იმპორტზე გადასახადის დაწესების გადაწყვეტილება მიიღო. 10 აპრილს გამოქვეყნებული დადგენილების მიხედვით, 100 კგ-ზე მეტი ოდენობის შაქრის იმპორტისას, 1 კგ. შაქარი…
ენერგოომბუდსმენის დახმარებით მომხმარებლებს 175 ათას ლარამდე ჩამოეწერათ

ენერგოომბუდსმენის დახმარებით მომხმარებლებს 175 ათას ლარამდე ჩამოეწერათ

ენერგოომბუდსმენის სამსახურის დახმარებით მომხმარებელთა სასარგებლოდ ზედმეტად ან უსაფუძვლოდ დარიცხული 175 ათას ლარამდე თანხა დაკორექტირდა. ამის შესახებ საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის 2024 წლის…
როგორ ამოწმებენ საბაჟოზე სურსათს შემოტანისას? – შემოსავლების სამსახურის განმარტება

როგორ ამოწმებენ საბაჟოზე სურსათს შემოტანისას? – შემოსავლების სამსახურის განმარტება

საქართველოში იმპორტირებული რძის 100% საზღვარზე შემოწმდება – ამის შესახებ დღეს სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ზურაბ ჩეკურაშვილმა განაცხადა და აღნიშნა, რომ „სოფლის…