Fitch-მა საქართველოს 2025 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 7.3%-მდე გაზარდა

Fitch-მა საქართველოს 2025 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 7.3%-მდე გაზარდა

Fitch-მა საქართველოს 2025 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 7.3%-მდე გაზარდა.

21 ნოემბერს გამოქვეყნებული უახლესი შეფასების თანახმად, სარეიტინგო სააგენტო საქართველოში 2025 წელს 7.3%-იან, 2026 წელს 5.3%-იან და 2027 წელს 5%-იან ზრდას ელის. ეს გაუმჯობესებული პროგნოზია, ვინაიდან აქამდე Fitch ელოდა, რომ წელს საქართველოს ეკონომიკა 5.6%-ით გაიზრდებოდა, ხოლო 2026 წელს 5.2%-ით.

ოფიციალური სტატისტიკით, 2025 წლის 9 თვეში საქართველოს ეკონომიკა 7.7%-ით გაიზარდა. “პროდუქტიულობის ძლიერი ზრდა და ზრდის მამოძრავებელი სექტორების იმპორტის ინტენსივობის შემცირება, როგორიცაა საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები, ტურიზმი და ტრანსპორტი, ხელს შეუწყობს საშუალოვადიანი ზრდის პერსპექტივებს (ხელისუფლების მიერ შეფასებულია 5%-5.5%-ით)”,- წერია ანგარიშში.

მსგავსი სიახლეები