2023 წლის მეორე კვარტალში სატელევიზიო და რადიო მაუწყებლების ჯამურმა კომერციულმა სარეკლამო შემოსავალმა 23.3 მლნ ლარი შეადგინა, რაც გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 22.4%-ით მეტია.
ტელევიზიების შემთხვევაში, 2023 წლის მეორე კვარტალში კომერციული რეკლამიდან მიღებული თანხა 21.4 მილიონი ლარი იყო, რაც წინა წლის იმავე პერიოდს 3.9 მილიონი ლარით აღემატება.
ტელემაუწყებლების სარეკლამო შემოსავლების 70% პირდაპირმა რეკლამამ შეადგინა. 2022 წლის მეორე კვარტალთან შედარებით კი, სპონსორობის წილი 5.1%-ით შემცირდა, ხოლო პროდუქტის განთავსების – 3.9%-ით გაიზარდა.
რაც შეეხება რადიომაუწყებლებს, მათ მიერ 2023 წლის მეორე კვარტალში მიღებული სარეკლამო შემოსავალი, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 19%-ით გაიზარდა და 1.9 მილიონი ლარი შეადგინა, საიდანაც პირდაპირ რეკლამას 90.6% უკავია, სპონსორობის წილი კი 9.3%-ია.
კომერციული სარეკლამო შემოსავალი კომერციულ რეკლამას, სპონსორობას, პროდუქტის განთავსებას, ტელეშოპინგსა და კომერციულ განცხადებებს მოიცავს.
საქართველოს მთავრობის განკარგულების თანახმად, ჯანდაცვის სამინისტროს მიეცა უფლება 1.35 მილიონ ლარად, გამარტივებული წესით შეისყიდოს რესპუბლიკური საავადმყოფოს რეაბილიტაციის საპროექტო სამუშაოები. მთავრობა რესპუბლიკური…
6 იანვარს ლარის მიმართ საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორების ვალუტების ოფიციალური კურსი ასეთია: 1 აშშ დოლარი – 2.6968 ლარი. გაუფასურდა 0.05 თეთრი;1 ევრო…
2025 წლის ნოემბერში მშენებლობა როგორც წლიურად ისე თვის ჭრილში გაძვირდა, რაც ძირითადად დარგში დასაქმებულთა საშუალო ხელფასის ზრდამ განაპირობა. საქსტატის მიერ დღეს…