Moody’s-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგი უცვლელად დატოვა, თუმცა პერსპექტივა გააუარესა

Moody’s-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგი უცვლელად დატოვა, თუმცა პერსპექტივა გააუარესა

ფინანსთა სამინისტროს ცნობით, საკრედიტო სარეიტინგო სააგენტო Moody’s-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგი უცვლელად – Ba2 დონეზე დატოვა, თუმცა სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით, პერსპექტივა “სტაბილურიდან” “ნეგატიურზე” შეცვალა.

ანგარიშის მიხედვით, რეიტინგის პერსპექტივის ცვლილება, მიმდინარე პოლიტიკური პროცესებით და გეოპოლიტიკური რისკების ზრდითაა განპირობებული, რაც ზრდის ქვეყნის მოწყვლადობის ზრდის ალბათობას.

Moody’s-ის ანგარიშში აღნიშნულია, რომ ქვეყანას გააჩნია ძლიერი ეკონომიკური და ფისკალური პოზიცია. როგორც Moody’s მიიჩნევს, ქვეყნის ეკონომიკური და ფისკალური მდგრადობის შენარჩუნებას ხელს უწყობს ისეთ საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გაგრძელებაც, რაც უზრუნველყოფს დაფინანსებაზე ხელმისაწვდომობას.

ანგარიშში ასევე, ხაზგასმულია, რომ საბანკო სექტორი მდგრადია, რაც აისახება მის მოგებიანობასა და კაპიტალისა და ლიკვიდურობის საიმედო მაჩვენებლებში, ეს კი ხელს უწყობს შოკების შემთხვევაში ბუფერების არსებობას.

უწყების ცნობით, ამასთან, სარეიტინგო სააგენტოს მოლოდინით, საქართველო კვლავ შეინარჩუნებს ძლიერ ეკონომიკურ ზრდას და 2021-2023 წლებში მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული ფისკალური მდგომარეობა შენარჩუნდება მომდევნო წლებშიც, რაც აისახება ვალის ტვირთის შედარებით დაბალი დონით.

Moody’s-ის შეფასებით, 2025 წელს მოსალოდნელია საქართველოს ეკონომიკა, დაახლოებით, 6%-ით გაიზარდოს, ხოლო ვალი კვლავ სტაბილურ 35-36 პროცენტის ფარგლებში დაფიქსირდეს 2024-2026 წლებში.

ცნობისთვის, საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა ბოლო განახლებაში, საქართველოს პერსპექტივა გააუარესა. განახლებული შეფასებით, Fitch-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი კვლავ “BB” დონეზე დაადასტურა. რაც შეეხება პერსპექტივას, ის “სტაბილურიდან” “ნეგატიურამდე” შეამცირა.

მსგავსი სიახლეები

მთავრობა რესპუბლიკური საავადმყოფოს მოდერნიზების პროექტის შემუშავებაზე ₾1.3 მილიონს დახარჯავს

მთავრობა რესპუბლიკური საავადმყოფოს მოდერნიზების პროექტის შემუშავებაზე ₾1.3 მილიონს დახარჯავს

საქართველოს მთავრობის განკარგულების თანახმად, ჯანდაცვის სამინისტროს მიეცა უფლება 1.35 მილიონ ლარად, გამარტივებული წესით შეისყიდოს რესპუბლიკური საავადმყოფოს რეაბილიტაციის საპროექტო სამუშაოები. მთავრობა რესპუბლიკური…
რა ეღირება დღეს დოლარი, ევრო, ლირა და სხვა ვალუტები?

რა ეღირება დღეს დოლარი, ევრო, ლირა და სხვა ვალუტები?

6 იანვარს ლარის მიმართ საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორების ვალუტების ოფიციალური კურსი ასეთია: 1 აშშ დოლარი – 2.6968 ლარი. გაუფასურდა 0.05 თეთრი;1 ევრო…
ნოემბერში მშენებლობის გაძვირება, ძირითადად, დარგში დასაქმებულთა ხელფასების ზრდამ განაპირობა – საქსტატი

ნოემბერში მშენებლობის გაძვირება, ძირითადად, დარგში დასაქმებულთა ხელფასების ზრდამ განაპირობა…

2025 წლის ნოემბერში მშენებლობა როგორც წლიურად ისე თვის ჭრილში გაძვირდა, რაც ძირითადად დარგში დასაქმებულთა საშუალო ხელფასის ზრდამ განაპირობა. საქსტატის მიერ დღეს…