Ryanair-ი 2023 წელს საქართველოს ბაზარზე დაბრუნებას გეგმავს – Discovery

Ryanair-ი 2023 წელს საქართველოს ბაზარზე დაბრუნებას გეგმავს – Discovery

საქართველოში სხვადასხვა ავიაკომპანიის წარმომადგენელი „დისქავერის“ დამფუძნებლის ინფორმაციით, ირლანდიური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Ryanair-ი 2023 წელს საქართველოში დაბრუნებას გეგმავს. ამის შესახებ თეიმურაზ ბუზალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მას ავიაკომპანიის მიერ საქართველოდან ფრენების აღდგენის ზუსტი დრო არ დაუსახელებია, თუმცა აღნიშნა, რომ ეს ინფორმაცია მას აქვს.

„იმ ავიაკომპანიების ჯგუფიდან, რომელსაც ჩვენ სერვისებს ვუწევთ, ერთადერთი ავიაკომპანია, რომელიც საქართველოს ბაზარზე არ დაბრუნდა, Ryanair-ი იყო, მაგრამ ჩემი ინფორმაციით, ეს კომპანია მომდევნო წელს დაბრუნებას გეგმავს. Ryanair-თან კომუნიკაციისას, ზაფხულში გვითხრეს, რომ არ აპირებდნენ გამოჩენას, თუმცა 2023 წელს გეგმები არის“, – აღნიშნა თეიმურაზ ბუზალაძემ.

მისი შეფასებით, 2022 წელი ავიაციის სექტორისთვის ბუმის ეფექტის იყო. 2023 წელი კი კიდევ უფრო წარმატებული და შედეგიანი იქნება.

„სხვა ავიაკომპანიებმა 2019 წელს არსებული სიხშირეები 2022 წელს გაზარდეს. მაგალითად საუდის არაბეთის ავიაკომპანიები ზამთარში საქართველოში არ დაფრინავდნენ, წელს კი ამ ფრენებს აგრძელებენ. მათი მოლოდინია, რომ 2023 წელი, 2022-თან შედარებით უფრო მომგებიანი იქნება. შემიძლია ვთქვა, რომ მომავალ წელს ამ კუთხით საქართველოში ძალიან დიდი ზრდა გვექნება არამხოლოდ მგზავრთნაკადის, არამედ ავიაკომპანიების მხრივაც“, – განაცხადა ბუზალაძემ.

ცნობისთვის, დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია Ryanair-მა ფრენები პანდემიის გამო დაწესებული რეგულაციების გათვალისწინებით ჯერ კიდევ 2020 წლის მიწურულს შეწყვიტა. 2020 წლის განმავლობაში კი Ryanair-ი საქართველოში 21,323 მგზავრს მოემსახურა, ეს რეისები ქვეყანაში ლოქდაუნის გამოცხადებამდე შესრულდა. კომპანია თბილისისა და ქუთაისის აეროპორტებიდან ბოლონიისა და მარსელის მიმართულებით დაფრინავდა.

მსგავსი სიახლეები

მთავრობა რესპუბლიკური საავადმყოფოს მოდერნიზების პროექტის შემუშავებაზე ₾1.3 მილიონს დახარჯავს

მთავრობა რესპუბლიკური საავადმყოფოს მოდერნიზების პროექტის შემუშავებაზე ₾1.3 მილიონს დახარჯავს

საქართველოს მთავრობის განკარგულების თანახმად, ჯანდაცვის სამინისტროს მიეცა უფლება 1.35 მილიონ ლარად, გამარტივებული წესით შეისყიდოს რესპუბლიკური საავადმყოფოს რეაბილიტაციის საპროექტო სამუშაოები. მთავრობა რესპუბლიკური…
რა ეღირება დღეს დოლარი, ევრო, ლირა და სხვა ვალუტები?

რა ეღირება დღეს დოლარი, ევრო, ლირა და სხვა ვალუტები?

6 იანვარს ლარის მიმართ საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორების ვალუტების ოფიციალური კურსი ასეთია: 1 აშშ დოლარი – 2.6968 ლარი. გაუფასურდა 0.05 თეთრი;1 ევრო…
ნოემბერში მშენებლობის გაძვირება, ძირითადად, დარგში დასაქმებულთა ხელფასების ზრდამ განაპირობა – საქსტატი

ნოემბერში მშენებლობის გაძვირება, ძირითადად, დარგში დასაქმებულთა ხელფასების ზრდამ განაპირობა…

2025 წლის ნოემბერში მშენებლობა როგორც წლიურად ისე თვის ჭრილში გაძვირდა, რაც ძირითადად დარგში დასაქმებულთა საშუალო ხელფასის ზრდამ განაპირობა. საქსტატის მიერ დღეს…