ამერიკელ ქიმიკოსთა საზოგადოების ქართულმა სტუდენტურმა წარმომადგენლობამ (ACS GSC) ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი – საქართველოსთან თანამშრომლობით ქიმიის ფესტივალი გამართა.
ღონისძიების ფარგლებში, პროფესორმა გიორგი ჯიბუტმა წაიკითხა საჯარო ლექცია ატმოსფეროზე, ასევე, გაიმართა პრეზენტაციები ACS GSC-ის ისტორიასა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიის ინგლისურენოვანი პროგრამის შესახებ. ფესტივალში მონაწილეობდნენ მოსწავლეები საქართველოს სხვადასხვა სკოლიდან, მათ შესაძლებლობა ჰქონდათ დაეთვალიერებინათ ქვეყნის წამყვანი სასწავლო და კვლევითი ლაბორატორიები, რომლებიც აღჭურვილია მაღალტექნოლოგიური და უახლესი ინსტრუმენტებით; გაემეორებინათ ACS GSC-ის მიერ ჩატარებული მრავალფეროვანი ექსპერიმენტები და შესაბამისად, მიეღოთ პრაქტიკული გამოცდილებაც. ფესტივალის დასკვნით ნაწილში გუნდებს შორის გაიმართა შეჯიბრი ქიმიის სხვადასხვა ასპექტში. ღონისძიება მიზნად ისახავდა ქიმიისა და მეცნიერების პოპულარიზაციას საქართველოში.
პროგრამის “დანერგე მომავალი” ბაღების კომპონენტის ფარგლებში განაცხადების მიღება მიმდინარეობს და 2026 წლის 28 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას სოფლის განვითარების სააგენტო ავრცელებს. ბაღის…
8 იანვრის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.6982 ლარი გახდა.…
2025 წლის მეორე ნახევრიდან სამიზნე 3%-იან მაჩვენებელთან შედარებით მაღალი ინფლაცია სურსათით არის გამოწვეული, რაც, თავის მხრივ, დიდწილად, საბაზო ეფექტსა და ეგზოგენურ…