Back to Top

close

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის

პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტი

ინსტიტუტი დაარსდა 1944 წელს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სისტემაში. მისი დაარსების სათავეებთან (მის პირველ სამეცნიერო საბჭოში შედიოდნენ) იდგნენ აკადემიკოსები: პაატა გუგუშვილი, სიმონ ჯანაშია, ნიკო კეცხოველი, ირაკლი მიქელაძე, პროფესორები: ფილიპე გოგიჩაიშვილი, გიორგი გეხტმანი, ნიკოლოზ ქოიავა და სხვები.

ინსტიტუტის დაარსების ინიციატორი და პირველი დირექტორი იყო აკადემიკოსი პატა გუგუშვილი. ბატონმა პაატამ თავისი პიროვნული თვისებებით, დაუღალავი, მრავალმხრივი სამეცნიერო-პედაგოგიური და საზოგადოებრივი საქმიანობით განაპირობა ინსტიტუტის დიდი ავტორიტეტი და მისი ფასდაუდებელი როლი საქართველოში ეკონომიკური მეცნიერების განვითარების საქმეში.

ეკონომიკის ინსტიტუტის თანამშრომლების მიერ გამოცემულია მრავალი ნაშრომი, როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ, მაღალი რეიტინგის მქონე გამოცემებში.

დღეისათვის მეცნიერთა საქმიანობა ორ ძირითად _ ფუნდამენტურ (თეორიული) და გამოყენებით მიმართულებად იყოფა. 2021 წელს ინსტიტუტმა მუშაობა დაამთავრა 7 წლიან პროექტზე – ევროინტეგრაცია და საქართველოში ინოვაციური ეკონომიკის ფორმირების პრობლემები. ამჟამად კი მუშაობა დაიწყო ქვეყნის ეკონომიკისათვის მეტად მნიშვნელოვან 7 წლიან პროექტზე – საქართველოს ეკონომიკური, სოციალური და ეკოლოგიური უსაფრთხოების სტრატეგია.

ბოლო ათი-თორმეტი წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა სამეცნიერო საქმიანობის გაძლიერებისა და საერთაშორისო აღიარების მიმართულებით:

თითქმის გასამმაგდა გამოცემული ნაშრომების (მონოგრაფიების, ბროშურების, სამეცნიერო და პუბლიცისტური სტატიების) რაოდენობა, რომელთაგან დიდი ნაწილი გამოცემულია საზღვარგარეთ, მათ შორის იმფაქტ-ფაქტორის მქონე ჟურნალებში;

  1. თანამშრომლებმა მოიპოვეს არაერთი სამეცნიერეო გრანტი;
  2. ყოველწლიურად ტარდება საერთაშორისო სამეცნიერო დასწრებული და ინ­ტერ­ნ­ეტ კონფერენციები (კონფერენციების ვებ-გვერდია  –  https://www.conferenceconomics.tsu.ge) ;

გამოიცემა:

  • საერთა¬შორისო სამეცნიერო-ანლიტიკური სამენოვანი, ბეჭდურ-ელექტრონული ჟურნალი `ეკონომისტი (“Ekonomist”) (დაარსდა 2009 წელს), რომელიც ინდექსირებულია საძიებო ბაზაში – ERIH PLU-ში. ჟურნალის სამეცნიერო-საორგანიზაციო საბჭოს შემადგენლობაში შედიან მსოფლიოში გამოჩენილი მეცნიერები: მაგალითად კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორი, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სპეციალური მრჩეველი ჯეფრი საქსი; 2020 წელს ჟურნალს მიენიჭა DOI კოდი (ელექტრონული ჟურნალის ვებ-გვერდი – https://www.ekonomisti.tsu.ge, ბეჭდური განთავსებულია ინტერნეტში – https://www.ekonomisti.tsu.ge)
  • პერიოდული გამოცემა `პაატა გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტის სამეცნიერო შრომების კრებული – (https://www.pgie.tsu.ge/?menuid=32&lang=);
  • საერთაშორისო სამევნიერო კონფერენციების ბეჭდური კრებულები (განთა­ვსებ­უ­­ლია ინტერნეტში – https://www.pgie.tsu.ge/?menuid=36&lang=1);

https://www.pgie.tsu.ge/?menuid=36&lang=1) და ელექტრონულ მასალათა კრებულები, ასევე ინტერნეტ-კონფერენციის მასალათა კრებული;

  • საიუბილეო ბროშურები, გამოიცა –  5 წიგნი;
  • დაფუძნდა ინსტიტუტის სადისკუსიო დარბაზი, რომელშიც მონაწილეობენ ჩვენი ქვეყნის მეცნიერ და პრაქტიკოს ეკონომისტთა საუკეთესო წარმომადგენლები;
  • ინსტიტუტის ინიციატივით უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ დააარსა პაატა გუგუშვილის სახელობის სამეცნიერო პრემია ეკონომიკური მეცნიერების დარგში;
  • ინსტიტუტი გამოსაცემად ამზადებს “დიდ ქართულ ეკონომიკურ ენციკლოპედიას” და სხვა; ინსტიტუტი ზედიზედ ორჯერ (2009 და 2010 წლებში) გამოცხადდა წლის სუკეთესო სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებად საზოგადოებრივ მეცნიერებათა დარგში, რომელსაც ავლენდა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. რის შემდეგაც ასეთი კონკურსი აღარ ჩატარებულა ინსტიტუტების უნივერსიტეტებთან შეერთების გამო.

ინსტიტუტის ვებ-გვერდი – https://www.pgie.tsu.ge