1957 წლის 29 ნოემბერს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ალექსი მაჭავარიანის ბალეტის „ოტელოს“ პრემიერა გაიმართა, რომელიც ვახტანგ ჭაბუკიანმა დადგა და თავადვე ცეკვავდა ოტელოს. სპექტაკლმა უდიდესი აღიარება მოიპოვა. 65 წლის შემდეგ, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე კვლავ ბრუნდება ბალეტი „ოტელო“, რომლის ახალი ქორეოგრაფიული ვერსია, ლიბრეტო და რეჟისურა ნინო ანანიაშვილს ეკუთვნის, ბალეტის დამდგმელი დირიჟორია კომპოზიტორის შვილი ვახტანგ მაჭავარიანი.
21 მაისი 2022
პრემიერა
ალექსი მაჭავარიანი ოტელო
ბალეტი ორ მოქმედებად უილიამ შექსპირის ტრაგედიის მიხედვით
ვახტანგ ჭაბუკიანის ქორეოგრაფია სცენოგრაფია და კოსტიუმები აღდგენილია სიმონ (სოლიკო) ვირსალაძის ესკიზების მიხედვით
ახალი ქორეოგრაფიული რედაქცია, ლიბრეტო და რეჟისურა:ნინო ანანიაშვილი
დამდგმელი დირიჟორი: ვახტანგ მაჭავარიანი
ვახტანგ ჭაბუკიანის ქორეოგრაფია აღდგენილია ლალი კანდელაკის მიერ მთავარი კონსულტანტები საქართველოს სახალხო არტისტები ლილიანა მითაიშვილი და ირინე ჯანდიერი
სცენოგრაფია და კოსტიუმები: დავით პოპიაშვილი კოსტიუმების შემსრულებელი მხატვარი: ნინო ოჩიაური სცენოგრაფის ასისტენტი: ეკატერინე შავლიაშვილი განათების მხატვარი: ვირჯინიო ლევრიო ვიდეო პროექციის ავტორი: კომპანია „HOLMES & WATSON“ პედაგოგ-რეპეტიტორები: სვეტლანა გოჩიაშვილი, მარინა ალექსიძე, მაია ზურაშვილი, ცისია ჩოლოყაშვილი, ნათია ცვარიანი
თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი დირიჟორი – ვახტანგ მაჭავარიანი
ლონდონის საფონდო ბირჟაზე საქართველოს ეკონომიკა სამი კომპანიის მიერ – “საქართველოს ბანკის”, “თიბისი ბანკისა” და “საქართველოს კაპიტალის” მეშვეობით არის წარმოდგენილი. გასული კვირის…
ჯანდაცვის სამინისტრო 6 თვეზე მეტი ვადით ქვეყნიდან გასული მოქალაქეების მიერ საყოველთაო ჯანდაცვით სარგებლობაზე განმარტებას აკეთებს. უწყების განცხადებით, მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს, საქართველოს…
პროგრამის “დანერგე მომავალი” ბაღების კომპონენტის ფარგლებში განაცხადების მიღება მიმდინარეობს და 2026 წლის 28 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას სოფლის განვითარების სააგენტო ავრცელებს. ბაღის…