გაერო-ს გენერალურმა მდივანი ანტონიუ გუტერეში მიიჩნევს, რომ აღმოსავლეთში სიტუაცია შესაძლოა კონტროლს აღარ დაექვემდებაროს, ამიტომ მხარეები დიპლომატიას უნდა დაუბრუნდნენ.
მან ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტში მონაწილე მხარეებს მოუწოდა, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ საბრძოლო მოქმედებები.
„ახლო აღმოსავლეთში და მის ფარგლებს გარეთ განხორციელებული ყველა უკანონო შეტევა უზარმაზარ ტანჯვასა და ზიანს აყენებს სამოქალაქო მოსახლეობას და სერიოზულ საფრთხეს უქმნის გლობალურ ეკონომიკას“, – აღნიშნა გუტერეშმა.