ნიკოლოზ სამხარაძე აშშ-ის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილეს შეხვდა – რაზე ისაუბრეს

ნიკოლოზ სამხარაძე აშშ-ის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილეს შეხვდა – რაზე ისაუბრეს

ახლახან დავასრულეთ შეხვედრა უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილესთან ბატონ ენდრიუ ბეიკერთან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, შეხვედრა „საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა“.

„განვიხილეთ ძალიან ფართო სპექტრი საკითხებისა.

რა თქმა უნდა, მთავარი საკითხი იყო ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გამოსწორება, გაჯანსაღება და სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა. ჩვენ ვისაუბრეთ იმ ინტერესებთან მზაობაზე, რომლებიც ქართულ მხარეს აქვს. გავცვალეთ მოსაზრებები რა საკითხები შეიძლება იყოს წამყვანი ამ ურთიერთობების აღდგენის საქმეში.

ასევე, რა თქმა უნდა, საუბარი გვქონდა უსაფრთხოების გამოწვევებზე, მათ შორის, ირანში მიმდინარე მოვლენებზე, რა გავლენები ექნება ამ ყველაფერს საქართველოზე და სამხრეთ კავკასიაზე. ასევე, საკმაოდ დეტალურად ვისაუბრეთ შუა დერეფნის განვითარებაზე სომხეთ-აზერბაიჯანის ნორმალიზაციის პროცესზე. და რა თქმა უნდა, საუბარი გვქონდა ოკუპაციიდან მომდინარე საფრთხეებზე. ჩვენ, იმედი გვაქვს, რომ ეს შეხვედრა და ის სულისკვეთება, რომლითაც ეს შეხვედრა წარიმართა, მომავალში საკმაოდ წარმატებული ნაბიჯების გადადგმის საშუალებას მოგვცემს”, – აღნიშნავს სამხარაძე.

 

მსგავსი სიახლეები

აშშ მასწავლებლებისთვის “ფულბრაიტის” სრულად დაფინანსებულ პროგრამაზე მიღებას აცხადებს

აშშ მასწავლებლებისთვის “ფულბრაიტის” სრულად დაფინანსებულ პროგრამაზე მიღებას აცხადებს

ამერიკის შეერთებული შტატები “ფულბრაიტის” მასწავლებელთა დახელოვნების (Teaching Excellence and Achievement) პროგრამას აცხადებს. პროგრამის ფარგლებში შერჩეული საბაზისო და საშუალო სკოლის მასწავლებლები აშშ-ის…
აშშ 75 ქვეყნის, მათ შრის საქართველოს მოქალაქეებისთვის საიმიგრაციო ვიზების გაცემას დროებით აჩერებს – Fox News

აშშ 75 ქვეყნის, მათ შრის საქართველოს მოქალაქეებისთვის საიმიგრაციო ვიზების…

Fox News-ის ინფორმაციით, 21 იანვრიდან, აშშ 75 ქვეყნის, მათ შრის საქართველოს მოქალაქეებისთვის საიმიგრაციო ვიზების გაცემას დროებით აჩერებს. შეგახსენებთ, რომ აშშ-ის საიმიგრაციო…
10 თვეში საქართველოდან აშშ-ში ღვინის ექსპორტი 22.9%-ით 4.9 მლნ დოლარამდე შემცირდა – ღვინის ეროვნული სააგენტო

10 თვეში საქართველოდან აშშ-ში ღვინის ექსპორტი 22.9%-ით 4.9 მლნ…

2025 წლის 10 თვეში საქართველოდან აშშ-ში ღვინის ექსპორტი 22.9%-ით 4.9 მლნ დოლარამდე შემცირდა. შედეგად წელს აშშ-ში 794 607 ლიტრი ღვინო გავიტანეთ.…