დღეს, EU-ს საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოზე იმსჯელებენ

დღეს, EU-ს საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოზე იმსჯელებენ

დღეს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოზე იმსჯელებენ.

ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს 14 ოქტომბრის სხდომის დღის წესრიგში საქართველო ერთ-ერთ საკითხად შედის. კერძოდ, აღნიშნულია, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები, სავარაუდოდ, ინფორმირებულები იქნებიან საქართველოსა და მოლდოვაში არჩევნების შესახებ.

სხდომა, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელის ხელმძღვანელობით, ლუქსემბურგში, თბილისის დროით 12:00 საათზე დაიწყება.

შეგახსენებთ, 8 ოქტომბერს, ევროპარლამენტში საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე, დემოკრატიულ უკუსვლასა და პოლიტიკურ პლურალიზმთან დაკავშირებულ რისკებზე დებატები გაიმართა9 ოქტომბერს კი ევროპარლამენტმა საქართველოზე კიდევ ერთი რეზოლუცია მიიღო, რომელიც მათ შორის ბიძინა ივანიშვილის სანქცირებასა და უვიზო რეჟიმის კრიტერიუმების შესრულების გადახედვაზე მოწოდებას ითვალისწინებს.

საქართველოს შესახებ დაგეგმილ განხილვებზე საქართველოში ევროკავშირის ელჩმა ჟურნალისტებთან თქვა, რომ კარგი ნიშანი არაა. პაველ ჰერჩინსკის თანახმად, ეს ნიშნავს, რომ ლიდერები შეშფოთებულნი არიან. მისივე ინფორმაციით, 17 და 18 ოქტომბერს იქნება ევროპული საბჭო და პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ასევე შესთავაზა ლიდერებს, ევროკავშირის 27 ქვეყნის პრემიერ-მინისტრებსა და პრეზიდენტებს, განიხილონ საქართველოს საკითხი. ევროპული საბჭოს დღის წესრიგში აღნიშნულია, რომ ევროკავშირის ლიდერებმა შესაძლოა მიმართონ საგარეო პოლიტიკის კონკრეტულ საკითხებს, რომელთა შორისაა, საქართველოში განვითარებული მოვლენები.

მსგავსი სიახლეები

მთავრობა რესპუბლიკური საავადმყოფოს მოდერნიზების პროექტის შემუშავებაზე ₾1.3 მილიონს დახარჯავს

მთავრობა რესპუბლიკური საავადმყოფოს მოდერნიზების პროექტის შემუშავებაზე ₾1.3 მილიონს დახარჯავს

საქართველოს მთავრობის განკარგულების თანახმად, ჯანდაცვის სამინისტროს მიეცა უფლება 1.35 მილიონ ლარად, გამარტივებული წესით შეისყიდოს რესპუბლიკური საავადმყოფოს რეაბილიტაციის საპროექტო სამუშაოები. მთავრობა რესპუბლიკური…
რა ეღირება დღეს დოლარი, ევრო, ლირა და სხვა ვალუტები?

რა ეღირება დღეს დოლარი, ევრო, ლირა და სხვა ვალუტები?

6 იანვარს ლარის მიმართ საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორების ვალუტების ოფიციალური კურსი ასეთია: 1 აშშ დოლარი – 2.6968 ლარი. გაუფასურდა 0.05 თეთრი;1 ევრო…
ნოემბერში მშენებლობის გაძვირება, ძირითადად, დარგში დასაქმებულთა ხელფასების ზრდამ განაპირობა – საქსტატი

ნოემბერში მშენებლობის გაძვირება, ძირითადად, დარგში დასაქმებულთა ხელფასების ზრდამ განაპირობა…

2025 წლის ნოემბერში მშენებლობა როგორც წლიურად ისე თვის ჭრილში გაძვირდა, რაც ძირითადად დარგში დასაქმებულთა საშუალო ხელფასის ზრდამ განაპირობა. საქსტატის მიერ დღეს…