მთავრობამ თბილისის, გარდაბნისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული საზღვრების ნაწილს განსაკუთრებული რეგულირების ტერიტორიის სტატუსი მიანიჭა.
21 ნოემბრის დადგენილების მიხედვით, გადაწყვეტილება ეკოლოგიური და გარემოსდაცვითი ფაქტორებიდან გამომდინარე იქნა მიღებული.
დადგენილების მიხედვით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს დაევალა, საჭიროების შემთხვევაში, ჩატარებული ეკოლოგიური და გარემოსდაცვითი კვლევების საფუძველზე, აღნიშნული ტერიტორიებისთვის განაშენიანების გეგმებისა და/ან დეტალური განაშენიანების გეგმების შემუშავება და დამტკიცება.
გარდა ამისა, სააგენტომ, გეგმების შემუშავების პროცესში, შესაძლოა წარადგინოს წინადადებები განსაკუთრებული რეგულირების ზონის გარე კონტურის კორექტირებაზე, თუ ამის საჭიროება გამოიკვეთება.
მთავრობა თბილისის, გარდაბნისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებს სთხოვს, კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ნაბიჯები გადადგან დადგენილების შესრულებისთვის. დოკუმენტი ძალაში გამოქვეყნებისთანავე შევიდა.
სკანდინავიის სიდიდით მეორე და ნორვეგიის ყველაზე დიდი ავიაკომპანია ქართულ ბაზარზე შემოდის და ფრენებს დანიის მიმართულებით იწყებს. ავიაკომპანია Norwegian თბილისი-კოპენჰაგენის მიმართულებით 2026…