კომპანია „თელასმა“ 2024 წლის პირველი კვარტალის ოპერაციული მაჩვენებლები გამოაქვეყნა. ანგარიშის მიხედვით, თბილისის აბონენტების მიერ მოხმარებული ელექტროენერგია წლიურად 5.5%-ით არის გაზრდილი. ასევე გაზრდილია კომპანიის აბონენტების რაოდენობაც.
“2024 წლის პირველ კვარტალში კომპანია „თელასმა“ 0,975 მილიარდი კვტ*სთ ელექტროენერგია გაანაწილა, რაც 5,5% (51 მილიონი კვტ*სთ-ით) აღემატება 2023 წლის პირველ კვარტალში განაწილებული ელექტროენერგიის მოცულობას. აღნიშნული მატება ქვეყანაში ეკონომიკური აქტივობისა და ახალი აბონენტთა რაოდენობის ზრდამ განაპირობა.
სს „თელასის“ აბონენტთა რაოდენობა 2024 წლის მარტის მონაცემებით 2023 წლის ამავე პერიოდთან შედარებით 3,6%-ით (26,2 ათასი აბონენტით) გაიზარდა და 756,2 ათასი აბონენტი შეადგინა, საიდანაც 677,7 ათასი – ფიზიკური პირია, ხოლო 78,5 ათასი – იურიდიული პირი,”- ნათქვამია კომპანიის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
თელასის ინფორმაციით, მათ ქსელის რეაბილიტაციის სამუშაოების შედეგად, ელექტროგადამცემი ხაზების საერთო სიგრძე წინა წელთან შედარებით 200 კილომეტრით, ანუ 3%-ით გაზარდეს.
პროგრამის “დანერგე მომავალი” ბაღების კომპონენტის ფარგლებში განაცხადების მიღება მიმდინარეობს და 2026 წლის 28 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას სოფლის განვითარების სააგენტო ავრცელებს. ბაღის…
8 იანვრის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.6982 ლარი გახდა.…
2025 წლის მეორე ნახევრიდან სამიზნე 3%-იან მაჩვენებელთან შედარებით მაღალი ინფლაცია სურსათით არის გამოწვეული, რაც, თავის მხრივ, დიდწილად, საბაზო ეფექტსა და ეგზოგენურ…