იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შესატან ცვლილებებს, რომელიც გარემოსდაცვითი და სამშენებლო ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული წესების დარღვევაზე ჯარიმების ზრდას ითვალისწინებს.
მომხსენებლის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძის თქმით, ცვლილებების მიხედვით სანქციები რამდენიმე მიმართულებით იზრდება.
1. დაუშვებელ ადგილებში საბურავების, ლითონის ჯართისა და სხვა საშიში მასალების განთავსება/რეალიზაცია
- ფიზიკური პირი – 2 500 ლარი
- იურიდიული პირი – 5 000 ლარი
- განმეორებით – 5 000 და 15 000 ლარი
2. დადგენილი წესის დარღვევით იმავე მასალების განთავსება/რეალიზაცია განსაზღვრულ ლოკაციებზე
- ფიზიკური პირი – 1 000 ლარი
- იურიდიული პირი – 2 500 ლარი
- განმეორებით – 2 500 და 5 000 ლარი
3. ამტვერებადი მასალის სველი მეთოდის გარეშე დამუშავება
- ფიზიკური პირი – 2 500 ლარი
- იურიდიული პირი – 5 000 ლარი
- განმეორებით – 5 000 და 10 000 ლარი
4. ამტვერებადი მასალის გადაზიდვა დაუხურავი/არასათანადოდ გადახურული ტრანსპორტით
- ფიზიკური პირი – 1 000 ლარი
- იურიდიული პირი – 2 500 ლარი
- განმეორებით – 2 500 და 5 000 ლარი
5. სამშენებლო ზონიდან დაუბანელი ტრანსპორტის გადაადგილება
- ფიზიკური პირი – 2 500 ლარი
- იურიდიული პირი – 5 000 ლარი
- განმეორებით – 5 000 და 10 000 ლარი
6. ბეტონის დაღვრა ბეტონმზიდი მანქანიდან გზის სავალ ნაწილზე
- ფიზიკური პირი – 2 500 ლარი
- იურიდიული პირი – 5 000 ლარი
- განმეორებით – 5 000 და 10 000 ლარი
კანონპროექტის ავტორია ფრაქცია „ქართული ოცნების“ აპარატი, ინიციატორები კი არიან პარლამენტის წევრები: ირაკლი ქადაგიშვილი, მაია ბითაძე, შოთა ხაბარელი, დიმიტრი სამხარაძე, ნიკა ელისაშვილი, სალომე ჯინჯოლავა, ზურაბ რურუა, გიორგი ვოლსკი, დავით კაჭარავა, აკაკი ალადაშვილი, ირაკლი ხელაძე, ვლადიმერ ბოჟაძე, რიმა ბერაძე, ირმა ზავრადაშვილი, ნოდარ ტურძელაძე, ლევან მაჭავარიანი და ირაკლი ზარქუა.
საკითხი 2019 წლის 30 მაისს კოდექსში განხორციელებული ცვლილებებით დარეგულირდა, განისაზღვრა სამართალდარღვევები და შესაბამისი სანქციები. კოდექსში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2020 წლის 28 თებერვლის N54-35 დადგენილებით დამტკიცდა ,,მეორეული საბურავების, შავი და ფერადი ლითონების ჯართის, ექსპლუატაციიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ნაწილების, ადვილად აალებადი, ფეთქებადი ან ამტვერებადი მასალის განთავსების ან/და რეალიზაციის წესი“, რომლის ამოქმედებაც რამდენჯერმე გადავადდა და ბოლო ვარიანტით, ძალაში 2026 წლის 1-ელ იანვარს უნდა შევიდეს, უკვე გაზრდილი ჯარიმებით.