თებერვალში, ხე-ტყის უკანონო მოპოვების 80 ფაქტი გამოავლინეს – სააგენტო

თებერვალში, ხე-ტყის უკანონო მოპოვების 80 ფაქტი გამოავლინეს – სააგენტო

ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის თებერვლის თვეში სამართალდარღვევის 81 ფაქტი გამოავლინეს.

სააგენტოს ინფორმაციით, აქედან სამართალდარღვევებიდან 80 ფაქტი ხე-ტყის უკანონო მოპოვება და ტრანსპორტირებაა, ხოლო ერთი იმერეთში გამოვლენილია 1 დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო და უნებართვო სანახშირე.

ჯამში ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული სხვადასხვა სახეობის 110 კუბურ მეტრამდე საშეშე და სამასალე მექრანი, რომელიც სატეო სააგენტოს „საქმიან ეზოებში“ დასაწყობდა. ქვეყნის მასშტაბით, ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების ფაქტებიდან 11 სამართალდარღვევა გამოვლენილია იმერეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ, 6 – სამცხე-ჯავახეთის, 6 – რაჭა ლეჩხუმი ქვემო სვანეთის, 11 – ქვემო ქართლის, 31 – კახეთის, მცხეთა-მთიანეთის – 3, გურია – 6, სამეგრელო-ზემო სვანეთის – 5, ხოლო 2 – შიდა ქართლის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ; ასევე,

სამართალდაღვევბიდან სამი ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, შესაბამისად, მასალები შემდგომი მოკვლევის მიზნით, გადაგზავნილია სამართალდამცავ ორგანოებში.

აღსანიშნავია, რომ, ქვეყნის მასშტაბით, იანვარ-თებერვლის თვეში გამოვლენილია ხე-ტყის უკანონო მოპოვების 109 ფაქტი.

მსგავსი სიახლეები

დააკავეს დანაშაულებრივი ჯგუფი, რომელმაც სვანეთიდან 102 მლნ ლარის ხის მასალა ყალბი დოკუმენტებით გაზიდა

დააკავეს დანაშაულებრივი ჯგუფი, რომელმაც სვანეთიდან 102 მლნ ლარის ხის…

საგამოძიებო სამსახურმა ორგანიზებული ჯგუფის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტისთვის 3 926 261 ლარის ზიანის მიყენების ფაქტზე, რვა პირი დააკავა. როგორც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო…