იანვარში საარსებო შემწეობას 710 ათასზე მეტი ადამიანი იღებდა

იანვარში საარსებო შემწეობას 710 ათასზე მეტი ადამიანი იღებდა

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, იანვარში საარსებო შემწეობას 710 226 ადამიანი იღებდა, აქედან თითქმის 246 ათასი სახელმწიფო დასაქმების პროგრამით მოსარგებლეა, რომელიც წელს აღარ გაგრძელდება.

2025 წლის დეკემბერთან შედარებით, შემწეობის მიმღებთა რაოდენობა დაახლოებით 2200-ით არის გაზრდილი. მათ დახმარებაზე ყოველ თვე ბიუჯეტიდან 71 მლნ ლარზე მეტი იხარჯება.

დღეს, 18 თებერვალს, პარლამენტში მყოფმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მთავრობა შემწეობის მიმღებთა რაოდენობის გადახედვას გეგმავს, რადგან მათ ნაწილს დაახლოებით 8%-ს, სახელმწიფოსგან დახმარება არ სჭირდება და შეძლებულია.

აღსანიშნავია, რომ 2026 წლიდან სოციალურად დაუცველთა დასაქმების პროგრამა, რომლითაც შემწეობის მიმღებები სახელმწიფოსგან ყოველთვიურად 300 ლარს იღებენ, ჩერდება. ოფიციალური სტატისტიკით, მთავრობას 2022-2024 წლებში 40 ათასამდე სოციალურად დაუცველი ჰყავდა დასაქმებული. მთავრობა ამბობს, რომ ქვეყანაში სამუშაო ძალის დეფიციტია და სოციალურად დაუცველებს, რომლებსაც აქამდე თავად ასაქმებდა, ახლა დასაქმების ბაზარზე უშვებს. თუმცა ამ დრომდე ღიად რჩება კითხვა, 300-ლარიან სამუშაოსთან ერთად დაკარგავენ თუ არა ეს ადამიანები სოციალურად დაუცველის სტატუსსაც.

მსგავსი სიახლეები

2025 წელს საარსებო შემწეობას 129 ათასზე მეტი ოჯახი იღებდა – საქსტატი

2025 წელს საარსებო შემწეობას 129 ათასზე მეტი ოჯახი იღებდა…

საქსტატის ინფორმაციით, 2025 წელს მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამის მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების რაოდენობა 397 ათასამდე გაიზარდა. წლიურად ოჯახების რაოდენობა დაახლოებით 6…