იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით 2024 წლის 12-13 ივნისს, თბილისში, EBRA -ს გენერალური ასამბლეა და ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში ევროკავშირის დირექტივების შესაბამისად მიღებულმა “მეწარმეთა შესახებ“ ახალი კანონის იმპლემენტაციამ და სარეგისტრაციო პრაქტიკამ განსაკუთრებული დაინტერესება დაიმსახურა. შედეგად, 2024 წლის ევროპის ბიზნეს რეესტრების ასოციაციის ღონისძიებას საქართველო უმასპინძლებს.
EBRA-ს გენერალური ასამბლეაზე მონაწილეობას ბიზნესის რეესტრების საერთაშორისო ასოციაციის წევრი ქვეყნებისა და ორგანიზაციების 150-ზე მეტი დელეგატი მიიღებს.
“საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ სამუშაო ვიზიტით ევროპის ბიზნესის რეესტრების საერთაშორისო ასოციაციის (EBRA) დელეგაციას უმასპინძლა.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს დაგეგმილი კონფერენციის დეტალები – ინფორმაცია კონფერენციის ძირითადი პროგრამის, სოციალური ღონისძიებების, კონფერენციის ვებგვერდისა და სხვა საორგანიზაციო საკითხების შესახებ.
სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე – დავით დევიძე, სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად, ასევე, ევროპის ბიზნეს რეესტრების საერთაშორისო ასოციაციის (EBRA) მმართველი საბჭოს წევრი – მარკო ვიანელო, EBRA-ის ძირითადი გუნდის წევრი, მდივანი – კიარა გაფური.
ევროპის ბიზნესის რეესტრების საერთაშორისო ასოციაციის კონფერენციაზე საქართველო წარადგენს ბიზნესის რეგისტრაციის მიმართულებით არსებულ მიღწევებს – გამარტივებულ პროცედურებს, რომლებიცელექტრონულ სერვისებზე დაფუძნებულია”, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ევროპის ბიზნესის რეესტრების საერთაშორისო ასოციაცია (EBRA) ევროკავშირისა და ევროსაბჭოს ქვეყნების 42 რეესტრს აერთიანებს და ბიზნესის რეგისტრაციის სფეროში ეფექტიანი თანამშრომლობის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.
პროგრამის “დანერგე მომავალი” ბაღების კომპონენტის ფარგლებში განაცხადების მიღება მიმდინარეობს და 2026 წლის 28 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას სოფლის განვითარების სააგენტო ავრცელებს. ბაღის…
8 იანვრის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.6982 ლარი გახდა.…
2025 წლის მეორე ნახევრიდან სამიზნე 3%-იან მაჩვენებელთან შედარებით მაღალი ინფლაცია სურსათით არის გამოწვეული, რაც, თავის მხრივ, დიდწილად, საბაზო ეფექტსა და ეგზოგენურ…