მინისტრის თქმით, მინიმალური ხელფასი კერძო კლინიკებში DRG-სთან ერთად ამოქმედდება

მინისტრის თქმით, მინიმალური ხელფასი კერძო კლინიკებში DRG-სთან ერთად ამოქმედდება

ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი აცხადებს, რომ სამედიცინო პერსონალისთვის მინიმალური ხელფასის სტანდარტის დაწესება იყო ის მინიმუმი, რისი გაკეთებაც ამ ეტაპზე სახელმწიფოს შეეძლო.

რაც შეეხება კერძო კლინიკებში მინიმალური ხელფასის დანერგვის საკითხს, მინისტრი ამბობს, რომ მათთვის სავალდებულო, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, ახალი ტარიფების ამოქმედებების შემდეგ იქნება. 

“აგვისტოდან რესპუბლიკურ საავადმყოფოში გაიზარდა ხელფასი. უფრო სწორად კლინიკებში მინიმალური სახელფასო ანაზღაურების ზრდა მოხდა სამედიცინო პერსონალისთვის. მინიმალური სახელფასო ანაზღაურება გავრცელდა სხვა ჩვენს მართვაში არსებულ კლინიკებშიც. რაც შეეხება ჩვენს მართვაში  მყოფ ამბულატორიებს, საუბარია 17 ამბულატორიაზე, მათ ანაზღაურება მნიშვნელოვნად გაეზარდათ. მაგალითად, ექთნების შემთხვევაში მათი ანაზღაურება გაორმაგებულია. ჩვენი შეფასებით, ამ მომენტითვის ეს არის ის მინიმუმი, რისი გაკეთებაც სამედიცინო პერსონალისთვის შეგვეძლო. კერძო კლინიკების შემთხვევაში, მინიმალურ სახელფასო ანაზღაურებას სავალდებულოდ განვუსაზღვრავთ ძირითადად იმ ნაწილში, რა ნაწილსაც საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებშიც ვაფინანსებთ. დიახ, ეს მიბმული იქნება იმ ნაწილზე, რა ტარიფებსაც DRG მეთოდოლოგიით [გადავიხდით]”, – აცხადებს აზარაშვილი.

თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, საპილოტე რეჟიმში, ახალი სახელფასო სისტემა დაინერგა, რომელიც სამედიცინო პერსონალისთვის საათების მიხედვით ანაზღაურების მინიმალურ ზღვარს აწესებს. 

საავადმყოფოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ ახალი სახელფასო სისტემის მიხედვით, ექიმის მინიმალური ანაზღაურება შეადგენს საათში 9 ლარს, რაც ყოველთვიურად 1 620 ლარია. უმცროსი ექიმის ანაზღაურება საათების მიხედვით 6 ლარია, თვეში კი – 1 080 ლარი; ექთნის – საათში 5,75, თვიურად 1035 ლარი; ექთნის დამხმარის – 3 ლარია, თვეში – 540 ლარი. სანიტრის შემთხვევაში კი ეს თანხა საათში 2,80-ია, შესაბამისად, ყოველთვიურად 504 ლარი.

მსგავსი სიახლეები

სასურველი და სწორია, რომ ღვინის ექსპორტში რუსეთის ბაზრის წილი 10%-მდე შემცირდეს – ნუცა აბრამიშვილი

სასურველი და სწორია, რომ ღვინის ექსპორტში რუსეთის ბაზრის წილი…

ქართული ღვინისთვის უმსხვილესი საექსპორტო ბაზარი ტრადიციულად რუსეთია. გასულ 2024 წელს, ჯამურად ამ ქვეყანაში 182,6 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 66,715,032 ლიტრის ღვინის…
ლარის იუბილეს აღნიშვნა 771 000 ლარი დაჯდება

ლარის იუბილეს აღნიშვნა 771 000 ლარი დაჯდება

საქართველოს ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის (ლარის) 30 წლის იუბილეს აღნიშვნას გეგმავს, რისთვისაც 771 ათასი ლარი დაიხარჯება. “ლარის 30 წლის იუბილეს აღსანიშნავად…
ვალუტის გაუფასურება, ბირჟის ვარდნა და პროტესტი – რა ხდება თურქეთში?

ვალუტის გაუფასურება, ბირჟის ვარდნა და პროტესტი – რა ხდება…

ქალაქ სტამბოლის მერის დაკავების, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების წინააღმდეგ დევნის დაწყების და პროტესტის გამწვავების ფონზე, თურქული ლირა რეკორდულად გაუფასურდა. 19 მარტს 1 ამერიკული…