“თუ ადრე ჩვენ ვამბობდით, სად ევროკავშირი და სად ჩვენი რეგიონი, ახლა ევროკავშირი, ფაქტობრივად, ჩვენი რეგიონია”, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა. ნიკოლ ფაშინიანის თქმით, საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებას რეგიონზე ობიექტური გავლენა აქვს.
“ჩვენი ურთიერთობა არცერთ სუბიექტთან აღარ არის ისეთი, როგორიც ადრე. შეიცვალა ჩვენი რეგიონიც, შეიცვალა მნიშვნელოვანი რეალობები. ერთ-ერთი ასეთი რეალობაა საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება, რასაც რეგიონზე ობიექტური გავლენა აქვს . ჩვენს ორ მეზობელს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი აქვს. თუ ადრე ვამბობდით, სად ევროკავშირი და სად ჩვენი რეგიონი, ახლა ევროკავშირი, ფაქტობრივად, ჩვენი რეგიონია. ამ მხრივ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ საქართველოსთან სტრატეგიული დიალოგის დაწყებას”, – განაცხადა ფაშინიანმა.
ცნობისთვის, საქართველოსა და სომხეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმება 26 იანვარს გაფორმდა.
პროგრამის “დანერგე მომავალი” ბაღების კომპონენტის ფარგლებში განაცხადების მიღება მიმდინარეობს და 2026 წლის 28 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას სოფლის განვითარების სააგენტო ავრცელებს. ბაღის…
8 იანვრის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.6982 ლარი გახდა.…
2025 წლის მეორე ნახევრიდან სამიზნე 3%-იან მაჩვენებელთან შედარებით მაღალი ინფლაცია სურსათით არის გამოწვეული, რაც, თავის მხრივ, დიდწილად, საბაზო ეფექტსა და ეგზოგენურ…