ჩვენი ხელისუფლება არის ჩართული და მაქსიმალურად მოტივირებული, რომ უმოკლეს ვადაში შესრულდეს 12-ვე რეკომენდაცია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურმა მოუწოდა ოპოზიციას, მიიღონ მონაწილეობა პარლამენტის სამუშაო ჯგუფებში.
„საქართველო შეასრულებს ამ 12-ვე რეკომენდაციას. ჩვენი ხელისუფლება არის ჩართული და მაქსიმალურად მოტივირებული, რომ უმოკლეს ვადაში შესრულდეს 12-ვე რეკომენდაცია. აქვე მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო ოპოზიციას, რომ მიიღონ მონაწილეობა სამუშაო ჯგუფებში, რომელიც არის პარლამენტში. მე ზეგ პრაღაში მონაწილეობას მივიღებ პრაღაში, ევროკავშირის ლიდერების სამიტი იმართება, სადაც მიწვეული ვართ პარტნიორი ქვეყნების მთავრობისა და სახელმწიფოს მეთაურები და იქაც იგივე გზავნილი მექნება, რომ ჩვენ ვართ აქტიურად ჩართულები ამ პროცესში, ვმონაწილეობთ, ყველა კარი არის ღია ყველა ოპოზიციური პარტიისთვის და ახლა მთავარია, რომ მათი ჩართულობაც უზრუნველვყოთ“, – განაცხადა პრემიერმა.
ინვესტორებს შეუსრულებელი ვალდებულებების გამო ეკონომიკის სამინისტროს მიმართ 116 მილიონი დოლარისა და 54 მილიონი ლარის ჯარიმები აქვთ დაკისრებული – ამის შესახებ სახელმწიფო…
ონლაინ პლატფორმებზე სურსათის (ისევე როგორც სხვა პროდუქტების) შეძენა, დღეს საკმაოდ აქტუალურია. სოციალურ ქსელში ხშირია სხვადასხვა სახის სურსათის შეთავაზებების შემთხვევები, რაც გარკვეულ…
თვალჭრელიძის ქუჩაზე, 762 დევნილ ოჯახს ახალი საცხოვრებელი ბინა გადაეცა. დევნილი ოჯახებისთვის ბინების გადაცემის ღონისძიებაზე პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ მომდევნო წლის…