“სმენის მსოფლიო დღე’’ გლობალური კამპანიაა, რომელიც სმენის დაცვასა და სმენის დაქვეითების პრევენციას ეძღვნება. კამპანიას თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი საინფორმაციო კვირეულით უერთდება, რომლის სლოგანიცაა: „შეამცირე ხმაური, გაუფრთხილდი სმენას!“ მიზანი კი სმენის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და სმენის პრობლემების შესახებ საზოგადოების ინფორმირებაა.
ვიდეო რგოლები და საინფორმაციო მასალა პასუხს სცემს ყველაზე აქტუალურ კითხვებს:
🔹 რა იწვევს სმენის დაქვეითებას? 🔹 როგორ ამოვიცნოთ სმენის პრობლემები? 🔹 როდის მივმართოთ ექიმს? 🔹 როგორ დავიცვათ ყურის ჰიგიენა? 🔹 როგორია ხმაურის გავლენა სმენაზე?
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) მონაცემებით, დღეს მთელ მსოფლიოში 1.5 მილიარდ ადამიანს აქვს სმენასთან დაკავშირებული პრობლემები. აქედან, 60%-ის თავიდან აიცილება შესაძლებელია დროული დიაგნოსტიკით და მკურნალობით.
ხმაურის მაღალი დონე ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია, რაც ახალგაზრდებში სმენის პრობლემების განვითარებას უწყობს ხელს.
საქართველოს მთავრობის განკარგულების თანახმად, ჯანდაცვის სამინისტროს მიეცა უფლება 1.35 მილიონ ლარად, გამარტივებული წესით შეისყიდოს რესპუბლიკური საავადმყოფოს რეაბილიტაციის საპროექტო სამუშაოები. მთავრობა რესპუბლიკური…
6 იანვარს ლარის მიმართ საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორების ვალუტების ოფიციალური კურსი ასეთია: 1 აშშ დოლარი – 2.6968 ლარი. გაუფასურდა 0.05 თეთრი;1 ევრო…
2025 წლის ნოემბერში მშენებლობა როგორც წლიურად ისე თვის ჭრილში გაძვირდა, რაც ძირითადად დარგში დასაქმებულთა საშუალო ხელფასის ზრდამ განაპირობა. საქსტატის მიერ დღეს…