სახალხო დამცველი პარლამენტს რუსულ კანონთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების [ვეტოს] არდაძლევისკენ მოუწოდებს, – ამის შესახებ ლევან იოსელიანმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე პრეზიდენტის ვეტოს წარდგენის შემდეგ განაცხადა.
„მიზანი, რომელიც ამ კანონს გააჩნია, რომ უფრო მაღალი სტანდარტი იყოს დაწესებული საქართველოში, უცხო ქვეყნიდან თანხების შემოსვლის გამჭვირვალობასთან დაკავშირებით, მიგვაჩნია, რომ ეს მიზანი აბსოლუტურად ლეგიტიმურია, თუმცა ამ მიზნის მისაღწევად შესაძლებელი იყო და დღესაც არის არსებულ კანონმდებლობაში შევიდეს ცვლილებები, რომელიც ამ მიზნის მიღწევას უზრუნველყოფს.
ამ ფორმით, ამ კანონის მიღებამ მნიშვნელოვანი ზიანი მოუტანა ამ პროცესს და ამიტომ დღეს შესაძლებელია პარლამენტმა ხვალინდელ სესიაზე უარი თქვას ამ ვეტოს დაძლევაზე, მით უმეტეს ამის კარგი მაგალითები გვაქვს და გადაავადოს ამ ვეტოს დაძლევა და გაჩნდეს სივრცე სადაც შეიძლება ვიფიქროთ სხვა საკანონმდებლო აქტებში შესაბამისი ცვლილებების შეტანაზე, რომელიც აბსოლუტურად უზრუნველყოფს იმ მიზნის მიღწევას, ამ კანონმდებლობითაა გათვალისწინებული.
უკან დახევა ეს არა სისუსტის, არამედ სიძლიერის ნიშანი შეიძლება იყოს, ამიტომ მოგიწოდებთ მხედველობაში მიიღოთ ეს მოსაზრებები და ხვალინდელ სხდომაზე არ დაძლიოთ ვეტო, რომელიც პრეზიდენტმა ამ კანონს დაადო“, – განაცხადა იოსეილიანმა.
პროგრამის “დანერგე მომავალი” ბაღების კომპონენტის ფარგლებში განაცხადების მიღება მიმდინარეობს და 2026 წლის 28 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას სოფლის განვითარების სააგენტო ავრცელებს. ბაღის…
8 იანვრის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.6982 ლარი გახდა.…
2025 წლის მეორე ნახევრიდან სამიზნე 3%-იან მაჩვენებელთან შედარებით მაღალი ინფლაცია სურსათით არის გამოწვეული, რაც, თავის მხრივ, დიდწილად, საბაზო ეფექტსა და ეგზოგენურ…