2025 წლის საუკეთესო უნივერსიტეტები – რომელ ადგილზეა ქართული სასწავლებლები?

2025 წლის საუკეთესო უნივერსიტეტები – რომელ ადგილზეა ქართული სასწავლებლები?

Times Higher Education-მა (THE) მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების 2025 წლის რეიტინგი გამოაქვეყნა. რეიტინგის მიხედვით, პირველ ათეულში ამერიკული და ბრიტანული უმაღლესი სასწავლებლები ლიდერობენ. მათ შორის შვიდი – ამერიკიდან, ხოლო 3 – ბრიტანეთიდან. პირველ ადგილზე ოქსფორდის უნივერსიტეტია.

THE-მ გლობალური რეიტინგი 115 ქვეყანაში მდებარე 2000 უნივერსიტეტის მონაცემების შეჯამების შედეგად შეადგინა. რეიტინგი 18 ინდიკატორის საფუძველზე დგება, რომლებიც ხუთ კატეგორიაში ერთიანდება: სწავლება, კვლევისთვის საჭირო გარემო, კვლევის ხარისხი, ინდუსტრია და საერთაშორისო ხედვა.

წლევანდელი რეიტინგი აჩვენებს, რომ ევროპული უნივერსიტეტების პოზიციები რეიტინგში უარესდება, ხოლო აზიურები გლობალურ პოზიციებს იმყარებენ.

მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების ათეული:

  1. ოქსფორდის უნივერსიტეტი (დიდი ბრიტანეთი)
  2. მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (აშშ)
  3. ჰარვარდის უნივერსიტეტი (აშშ)
  4. პრინსტონის უნივერსიტეტი (აშშ)
  5. კემბრიჯის უნივერსიტეტი (დიდი ბრიტანეთი)
  6. სტენფორდის უნივერსიტეტი (აშშ)
  7. კალიფორნიის ტექნოლოგიური ინსტიტუტი (აშშ)
  8. კალიფორნიის უნივერსიტეტი (აშშ)
  9. საიმპერატორო კოლეჯი ლონდონში (დიდი ბრიტანეთი)
  10. იელის უნივერსიტეტი (აშშ)

რაც შეეხება ევროპის საუკეთესო უნივერსიტეტებს, მათი ათეული ასე გამოიყურება:

  1. ოქსფორდის უნივერსიტეტი (დიდი ბრიტანეთი)
  2. კემბრიჯის უნივერსიტეტი (დიდი ბრიტანეთი)
  3. საიმპერატორო კოლეჯი ლონდონში (დიდი ბრიტანეთი)
  4. ციურიხის ფედერალური ტექნოლოგიების ინსტიტუტი (შვეიცარია)
  5. ლონდონის გლობალური უნივერსიტეტი (დიდი ბრიტანეთი)
  6. მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტი (გერმანია)
  7. ედინბურგის უნივერსიტეტი (დიდი ბრიტანეთი)
  8. ლოზანის ფედერალური პოლიტექნიკური სკოლა(შვეიცარია)
  9. ლონდონის სამეფო კოლეჯი (დიდი ბრიტანეთი)
  10. მიუნხენის ლუდვიგ მაქსიმილიანის უნივერსიტეტი (გერმანია)

 

რაც შეეხება საქართველოს, რეიტინგში ორი ქართული სასწავლებელია: ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, რომლებიც 2000 უნივერსიტეტიდან 1500+ ადგილებზეა.

მსგავსი სიახლეები

სოცდაუცველთა 300-ლარიანი დასაქმების პროგრამა 2026 წლიდან აღარ გაგრძელდება – მიზეზები

სოცდაუცველთა 300-ლარიანი დასაქმების პროგრამა 2026 წლიდან აღარ გაგრძელდება –…

სოცდაუცველთა დასაქმების პროგრამა, რომელზეც ოთხ წელში 300 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯა, 2026 წლიდან აღარ გაგრძელდება. საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტზე ბიუჯეტის მე-3 ვერსიის…
რატომ ამცირებს მთავრობა მოგების გადასახადის 2025 წლის გეგმას ₾190 მილიონით? – კაკაურიძის განმარტება

რატომ ამცირებს მთავრობა მოგების გადასახადის 2025 წლის გეგმას ₾190…

საქართველოს მთავრობა 2025 წლის ბიუჯეტის კორექტირებას გეგმავს. პროექტის თანახმად, საგადასახადო მიმართულებით მოგების გადასახადის გეგმა 190 მილიონი ლარით მცირდება. ფინანსთა მინისტრის პირველი…
ბორჯომი–ბაღი–ტბა–ცემის გზის 5.5 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაციაზე ₾5.2 მლნ დაიხარჯა – გზების დეპარტამენტი

ბორჯომი–ბაღი–ტბა–ცემის გზის 5.5 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაციაზე ₾5.2 მლნ დაიხარჯა…

ბორჯომი–ბაღი–ტბა–ცემის საავტომობილო გზის 5.5 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 5.2 მილიონი…