5-6 ნოემბერს ჟენევის მოლაპარაკებები გაიმართება. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლითაც სამთავრობო დელეგაციის შემადგენლობა დაამტკიცა.
შვეიცარიაში გაემგზავრებიან: ლაშა დარსალია – საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე; ლევან მგალობლიშვილი – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე; თამაზ ბასტაევი – ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი; შალვა ცისკარიშვილი – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის დირექტორი; ზვიად ზვიადაძე – შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო სამინისტროს წარმომადგენელი; ქეთევან სარაჯიშვილი – იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსი; ნინო ბერიკაშვილი – საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე; ირაკლი ანთაძე – სუს-ის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე; გივი ჯაფარიძე – ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე და ნატო თოფჩიშვილი – საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური დეპარტამენტის კონფლიქტის დარეგულირების პოლიტიკის სამმართველოს უფროსი.
პრემიერის ბრძანება 31 ოქტომბრით არის დათარიღებული.
ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 61-ე რაუნდი 2024 წლის 25-26 ივნისს გაიმართა.
ინფორმაციისთვის, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები შექმნილია ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების საფუძველზე და მის მთავარ განსახილველ საკითხებს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულება, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლში უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნება, რუსეთის ოკუპაციის შედეგად შექმნილი უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული პრობლემები წარმოადგენს.
მოლაპარაკებები იმართება ევროკავშირის, გაერო-სა და ეუთო-ს თანათავმჯდომარეობით და საქართველოს, რუსეთის ფედერაციისა და ამერიკის შეერთებული შტატების მონაწილეობით. სამუშაო ჯგუფის შეხვედრებს ესწრებიან აგრეთვე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ისევე, როგორც ცხინვალსა და სოხუმში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები.
პროგრამის “დანერგე მომავალი” ბაღების კომპონენტის ფარგლებში განაცხადების მიღება მიმდინარეობს და 2026 წლის 28 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას სოფლის განვითარების სააგენტო ავრცელებს. ბაღის…
8 იანვრის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.6982 ლარი გახდა.…
2025 წლის მეორე ნახევრიდან სამიზნე 3%-იან მაჩვენებელთან შედარებით მაღალი ინფლაცია სურსათით არის გამოწვეული, რაც, თავის მხრივ, დიდწილად, საბაზო ეფექტსა და ეგზოგენურ…