ვილი სანიოლის გუნდი დიდ შრომას უნდა ეწეოდეს, რათა მინდვრის ცენტრში ახალი მოთამაშე შეირჩეს. თუმცა, ბუნებრივია, ნაკრების კარს ყველას ვერ გაუღებენ.
უკანასკნელ ამხანაგურ მატჩებში შანსი თბილისის “დინამოელ” ანზორ მექვაბიშვილს მიეცა და ოფიციალურ შეხვედრებში კიდევ ერთი ფეხბურთელის გამოცდა ნაკლებად მოსალოდნელია.
სანიოლი ბათუმის “დინამოს” ნახევარცველებსაც ხშირად ეყრდნობა. თუკი კანკავას ფუნქციების მატარებელ ნახევარმცველზე ვსაუბრობთ, უფრო სანდრო ალთუნაშვილი გვახსენდება, ვიდრე ლადო მამუჩაშვილი და მით უმეტეს, ჯაბა ჯიღაური…