ბოლო სამი სავაჭრო დღის განმავლობაში – 5,6 და 9 მაისს, ამერიკულმა ტექნოლოგიურმა გიგანტებმა ერთი ტრილიონი დოლარი მას შემდეგ დაკარგეს, რაც Fed-მა საპროცენტო განაკვეთები გაზარდა.
გაყიდვა მას შემდეგ დაიწყო, რაც ფედერალურმა რეზერვმა ოთხშაბათს, 4 მაისს გადაწყვიტა საპროცენტო განაკვეთების გაზრდა ნახევარი პროცენტული პუნქტით, წერს CNBC.
4 მაისს, ვაჭრობის დასრულების შემდეგ, Apple-მა 220 მილიარდი დოლარი დაკარგა, Microsoft-მა 189 მილიარდი, Tesla-მ – 199 მლრდ., Amazon-ის საბაზრო კაპიტალიზაცია კი 173 მლრდ-ით შემცირდა. Alphabet – 123 მილიარდით ნაკლები ღირს, ვიდრე ერთი კვირის წინ. ვიდეოკარტების მწარმოებელმა Nvidia-მ კი 85 მილიარდი დაკარგა, Meta – 70 მლრდ.
აშშ-ის საფონდო ბირჟაზე აქციები 6 მაისს დაეცა და 9 მაისამდე გასტანა.
პროგრამის “დანერგე მომავალი” ბაღების კომპონენტის ფარგლებში განაცხადების მიღება მიმდინარეობს და 2026 წლის 28 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას სოფლის განვითარების სააგენტო ავრცელებს. ბაღის…
8 იანვრის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.6982 ლარი გახდა.…
2025 წლის მეორე ნახევრიდან სამიზნე 3%-იან მაჩვენებელთან შედარებით მაღალი ინფლაცია სურსათით არის გამოწვეული, რაც, თავის მხრივ, დიდწილად, საბაზო ეფექტსა და ეგზოგენურ…