ამერიკული კორპორაცია Apple მუსიკალური პლეერის iPod-ის წარმოებას წყვეტს. ამის შესახებ ინფორმაცია კომპანიის ვებ-გვერდზე გავრცელდა.
„20 წლის წინ გამოჩენილმა iPod-მა მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით ადამიანის გული მოიგო, თუმცა დღეს მისი ფუნქცია ინტეგრირებულია კომპანიის პრაქტიკულად ყველა მოწყობილობაში. Apple Music კი 90 მილიონზე მეტ სიმღერასთან წვდომის საშუალებას იძლევა“, – წერია განცხადებაში.
კომპანია ხაზს უსვამს, რომ iPod-ის არსებობის განმავლობაში მან იქონია მუსიკის წვდომაზე დიდი გავლენა და შეცვალა ზოგადად მუსიკალური ინდუსტრია, შეცვალა რა მისი მოსმენის გზები და გავრცელების მასშტაბები.
კომპანიის განცხადებით, სანამ iPod ფიზიკურად იქნება ხელმისავწდომი, ის გაიყიდება კომპანიის საიტზე ან ოფიციალურ მაღაზიებში, მარაგების ამოწურვის შემდეგ კი მას მყიდველი ვერ ნახავს.
პროგრამის “დანერგე მომავალი” ბაღების კომპონენტის ფარგლებში განაცხადების მიღება მიმდინარეობს და 2026 წლის 28 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას სოფლის განვითარების სააგენტო ავრცელებს. ბაღის…
8 იანვრის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.6982 ლარი გახდა.…
2025 წლის მეორე ნახევრიდან სამიზნე 3%-იან მაჩვენებელთან შედარებით მაღალი ინფლაცია სურსათით არის გამოწვეული, რაც, თავის მხრივ, დიდწილად, საბაზო ეფექტსა და ეგზოგენურ…