პანდემიის დაწყებისა და მიწოდების ჯაჭვების შეზღუდვის შემდეგ, მსოფლიოს მასშტაბით ტვირთის გადაზიდვის ხარჯები რეკორდულად გაიზარდა და 2021 წლის სექტემბერში კონტეინერით სარგებლობის საფასურმა 11,000-დოლარიან ნიშნულს გადააჭარბა.
ამჟამად საერთაშორისო ბაზარზე გადაზიდვის ღირებულების შემცირების ტენდენცია ფიქსირდება, რომელიც უკვე რამდენიმე თვეა გრძელდება.
ბოლო მონაცემებით, გადაზიდვის გლობალური ინდექსი დამატებით 2%-ით შემცირდა და კონტეინერის გამოყენების საფასურმა 2,200 დოლარი შეადგინა, რაც 2020 წლის ოქტომბრის შემდეგ დაფიქსირებული ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.
გადაზიდვის ხარჯების შემცირებას, სავარაუდოდ, პირდაპირ გავლენა ექნება პროდუქციის ფასებზე, განსაკუთრებით კი იმ სექტორებში, სადაც განსაკუთრებით მაღალია აზიიდან იმპორტირებული საქონლის მოცულობა.
რაც შეეხება უშუალოდ ინდექსის ვარდნას, ის მსოფლიოს მასშტაბით კოვიდ-რეგულაციების შემსუბუქებასთან, ჩინეთში საწარმოო პროცესის აღდგენასთან და გლობალური სავაჭრო მარშრუტების დასტაბილურებასთანაა დაკავშირებული. აგრეთვე გასათვალისწინებელია საწვავის გაიაფება, რომელსაც პირდაპირი გავლენა აქვს ტრანსპორტირების ხარჯებზე.
23 ოქტომბერს პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის ორგანიზებით ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა თემაზე:„მსოფლიოსა და ეროვნული…
ბათუმში, ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის მაკა ბოჭორიშვილის ინიციატივით, გაიმართა საქართველოსა და ცენტრალური აზიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების პირველი ერთობლივი შეხვედრა. ინფორმაციას…
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, უნგრეთის პრემიერ-მინისტრ პიტერ მადიარის მიწვევით, ბუდაპეშტში უნგრეთის რევოლუციის 70 წლის საიუბილეო ღონისძიებებს დაესწრო. ინფორმაციას ირაკლი კობახიძის პრესსამსახური…