საგარეო ვალი 3 მილიარდით შემცირდა – რა მოცულობის სესხები აქვს აღებული საქართველოს?

საგარეო ვალი 3 მილიარდით შემცირდა – რა მოცულობის სესხები აქვს აღებული საქართველოს?

ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად, 2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი $8.34 მილიარდია, რაც 22.54 მლრდ ლარს შეადგენს. ერთწლიან პერიოდში სახელმწიფო საგარეო ვალი დოლარში 130 მილიონით გაიზარდა, ხოლო ლარებში 2.9 მილიარდით შემცირდა. ამის მთავარი მიზეზი ეროვნული ვალუტის გამყარება იყო.

საქართველოს საგარეო ვალში პირველ ადგილზე აზიის განვითარების ბანკის კრედიტია, რომლებიც ქვეყანამ უმსხვილესი ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებისთვის აიღო. მეორე ადგილზეა მსოფლიო ბანკის ჯგუფი, რომლის კრედიტებიც ასევე ძირითადად ინფრასტრუქტურულ პროექტებს ხმარდება. მესამე ადგილზეა ევროპის საინვესტიციო ბანკი.

ვისი ვალი აქვს საქართველოს – სტატისტიკა

● ADB – 2.07 მილიარდი დოლარი;
● მსოფლიო ბანკის ჯგუფი – 2 მილიარდი დოლარი;
● EIB – 920 მილიონი დოლარი;
● საფრანგეთი (AFD) – 736 მილიონი დოლარი;
● გერმანია (KFW) – 626 მილიონი დოლარი;
● მთავრობის ევრობონდი – 500 მილიონი დოლარი;
● EBRD – 237 მილიონი დოლარი;
● AIIB – 196 მილიონი დოლარი;
● IMF (მთავრობა) – 196 მილიონი დოლარი;
● იაპონია – 157 მილიონი დოლარი;
● EU – 142 მილიონი დოლარი;
● IFAD – 37 მილიონი დოლარი;
● რუსეთი – 25 მილიონი დოლარი;
● ავსტრია – 14 მილიონი დოლარი;
● ქუვეითი – 12 მილიონი დოლარი;
● ამერიკის შეერთებული შტატები – 11 მილიონი დოლარი;
● CEB – 9 მილიონი დოლარი;
● თურქეთი – 6 მილიონი დოლარი;
● ყაზახეთი – 4 მილიონი დოლარი;
● აზერბაიჯანი – 3 მილიონი დოლარი;
● სომხეთი – 3 მილიონი დოლარი;
● ირანი – 2 მილიონი დოლარი;

ამასთანავე, საქართველოს მთავრობას გამოშვებული აქვს 500 მილიონი დოლარის ევრობონდი, ხოლო ეროვნულ ბანკს აქვს IMF-ის მიმართ 428 მილიონი დოლარი მართებს.

მსგავსი სიახლეები

რუსთავში 800 დევნილი ოჯახისთვის საცხოვრებელი კომპლექსი შენდება – ბიუჯეტი ₾80.9 მლნ

რუსთავში 800 დევნილი ოჯახისთვის საცხოვრებელი კომპლექსი შენდება – ბიუჯეტი…

რუსთავში, დევნილი ოჯახების განსახლების მიზნით, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საცხოვრებელი კომპლექსი შენდება. 4 ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინას, 800 დევნილი ოჯახი მიიღებს.…
საქართველოში საშუალო ხელფასმა 2 271 ლარს მიაღწია – საქსტატი

საქართველოში საშუალო ხელფასმა 2 271 ლარს მიაღწია – საქსტატი

საქსტატმა 2025 წლის III კვარტალის მდგომარეობით საშუალო ხელფასის ამსახველი სტატისტიკა გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც პერიოდის განმავლობაში ქვეყანაში დასაქმებულთა საშუალო ყოველთვიური ანაზღაურება 2271…
საქართველოში საარსებო მინიმუმი თვეში 255 ლარია – როგორ ითვლიან საარსებო მინიმუმს?

საქართველოში საარსებო მინიმუმი თვეში 255 ლარია – როგორ ითვლიან…

საქსტატმა 2025 წლის იანვარ-ნოემბრის საარსებო მინიმუმის ამსახველი სტატისტიკა გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც ქვეყანაში საარსებო მინიმუმი თვეში 100 დოლარზე ნაკლებია და 255 ლარს…