2023 წლის 19 თებერვლიდან 5 მარტის ჩათვლით, საქართველომ თავისუფალი სტილით სრიალში თხილამურებითა და სნოუბორდით მსოფლიო ჩემპიონატს უნდა უმასპინძლოს.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა 14.3-მილიონიანი ხელშეკრულება, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფმა კომპანია MTA-მ კომპანია არჯიესესთან გააფორმა. დოკუმენტის თანახმად, კონტრაქტომა ჩემპიონატის დაწყებამდე სპორტსმენთა სოფელი უნდა ააშენოს. უშუალოდ მშენებლობა 12.2 მილიონი, ხოლო ნაგებობების ექსპლოატაცია 2.1 მილიონი ლარი დაჯდება.
თანხით უნდა აშენდეს დროებითი ნაგებობები, რომლებიც სპორტსმენებს, ასევე დამსწრე პირებს მოემსახურება.
“პროექტის შესაბამისად, სპორტსმენთა სოფლის მშენებლობისთვის განხორციელდება 122 ერთეული კონტეინერის წარმოება/მონტაჟი, 4 ერთეული დიდი ანაკრები კონსტრუქციის მოწყობა (არანაკლებ 1400 კვ.მ), მიწის სამუშაოები, შეჯიბრის ფურნიტურით, IT Hardware ტექნიკითა და 68 ერთეული ტუალეტით უზრუნველყოფა და მომსახურება,”- ნათქვამია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
ეკონომიკის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ჩემპიონატის მასპინძლობის ორგანიზება, შესაბამისი ინფრასტრუქტურის პროექტირება და მშენებლობა სახელმწიფოს დაახლოებით 300 მილიონი ლარი დაუჯდა.
მსოფლიო ჩემპიონატის პროექტის ფარგლებში ბაკურიანში აშენდა ახალი საბაგიროები, ხელოვნური გათოვლაინების სისტემები, წყლის ხელოვნური რეზერვუარები, 6 ახალი საშეჯიბრო ტრასა, შეძენილი იქნა სპეც.ტექნიკა უსაფრთხოების ინვენტარი. შესაბამისად, განხორციელდა დაახლოებით 300 მლნ ლარის ინვესტიცია.
ჩემპიონატის ყველაზე ძვირად ღირებულ ინფრასტრუქტურას გათოვლიანების სისტემა წარმოადგენს, რომლისთვისაც კომპანია TECHNOALPIN-თან 90.5 მილიონი ლარის კონტრაქტი გაფორმდა. ასევე ხელოვნური ტბების მოწყობისთვის 79.7-მილიონიანი ხელშეკრულება გაფორმდა.
ქუთაისი ყოველთვის იყო განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კერა ჩვენს ქვეყანაში.დღეიდან კი, ტექნოლოგიური ჰაბის გახსნით, ქუთაისი ასევე ხდება საქართველოს ტექნოლოგიური…
სემეკ-მა საქართველოს ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის გამომწვევი მიზეზების შესწავლა დაიწყო. ინფორმაციას ამის შესახებ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისია ავრცელებს. კომისიის ცნობით, სემეკ-ის…
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს წუხილს ევროკავშირის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის შეტანის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ…