ირაკლი კოვზანაძე უმრავლესობის დეპუტატების კანონპროექტის შეფასებისგან თავს იკავებს

ირაკლი კოვზანაძე უმრავლესობის დეპუტატების კანონპროექტის შეფასებისგან თავს იკავებს

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე საპარლამენტოს უმრავლესობის ხუთი დეპუტატის (პაატა კვიჟინაძე, ირაკლი ზარქუა, გოგი მეშველიანი, რიმა ბერაძე და ანტონ ობოლაშვილი) ინიციატივით და ავტორობით მომზადებულ კანონპროექტთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს.

საქმე ეხება საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ ორგანულ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს, რომლის თანახმად, საქართველოს ეროვნულ ბანკში უნდა დაემატოს პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა, რომელსაც მსგავსად დანარჩენი ვიცე-პრეზიდენტებისა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის წარდგინებით, თანამდებობაზე დანიშნავს და გაათავისუფლებს ეროვნული ბანკის საბჭო.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე საკანონმდებლო ინიციატივას ოპოზიციონერი დეპუტატების მხრიდან კრიტიკული კითხვები მოჰყვა. გარდა ამისა, „ოცნების“ დეპუტატების მიერ მომზადებული კანონპროექტის მიმართ საკმაოდ შენიშვნები ჰქონდა ეროვნულ ბანკსაც. შედეგად, საკანონმდებლო ინიციატივას კენჭი უყარეს, მაგრამ იმ დათქმით, რომ დამატებით ახალი – პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტი არ გაჩნდება და სებ-ის პრეზიდენტი არსებული სამი ვიცე-პრეზიდენტიდან (არჩილ მესტვირიშვილი, პაპუნა ლეჟავა და ნიკოლოზ გაგუა) ერთ-ერთს პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე დანიშნავს.

აღსანიშნია, რომ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ხელმძღვანელმა ირაკლი კოვზანაძემ არც დაწყებისას და არც სხდომის შემდეგ, ამ კანონპროექტთან დაკავშირებით არც კითხვა დასვა და არც შეაფასა; ის მხოლოდ პროცედურის აღწერით შემოიფარგლა.

– საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს აღნიშნული კანონ-პროექტის განხილვა ბიუროს სხდომაზე დაგვევალა. კანონპროექტს ჰყავს თავისი ავტორები. დღეს მათ მოვუსმინეთ. ასევე ორგანიზება გავუკეთე, რომ დღეს აქ თავისი პოზიციით ეროვნული ბანკი ყოფილიყო წარმოდგენილი; აქ იყო საბანკო ასოციაციაც. ყველა მხარე იყო წარმოდგენილი… ვისაც ჰქონდა სურვილი, ყველას არგუმენტი მოვისმინეთ. გარკვეული პოზიციების შეჯერება ხდება… ჩემი ამოცანა იყო, რომ ყველას ჰქონოდა შესაძლებლობა, დაეფიქსირებინა თავისი პოზიცია.

– კომიტეტის სხდომის შემდეგ, თქვენ ყოველთვის ამბობთ დასკვნით სიტყვას, დღეს რატომ არ თქვით არაფერი?

– კანონპროექტს ჰყავს თავისი ავტორები.

მსგავსი სიახლეები

ილია II-ის დაკრძალვასთან დაკავშირებით სახელმწიფო კომისია შეიქმნა, რომელსაც ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს

ილია II-ის დაკრძალვასთან დაკავშირებით სახელმწიფო კომისია შეიქმნა, რომელსაც ირაკლი…

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის დაკრძალვასთან დაკავშირებით სახელმწიფო კომისია შეიქმნა, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს. კომისიის შემადგენლობაში იქნებიან: საქართველოს თავდაცვის…
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს 22 მარტს სიონის ტაძარში დაკრძალავენ

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს 22 მარტს სიონის ტაძარში დაკრძალავენ

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს კვირას, 22 მარტს სიონის ტაძარში დაკრძალავენ. ამის შესახებ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომის შემდეგ მეუფე…
21 და 22 მარტს ტრანსპორტი მგზავრებს უფასოდ მოემსახურება, დაინიშნება დამატებითი რეისებიც

21 და 22 მარტს ტრანსპორტი მგზავრებს უფასოდ მოემსახურება, დაინიშნება…

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დაკრძალვასთან დაკავშირებით, 21 და 22 მარტს თბილისის მუნიციპალური ტრანსპორტი მგზავრებს უფასოდ მოემსახურება. გარდა ამისა, დაინიშნება უფასო ტრანსპორტი რეგიონებიდან…