ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, თებერვალში საქართველოში ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი რუსეთის ფედერაციიდან შემოვიდა. მთლიანად გაზვნილებმა 372 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 103 პროცენტით მეტია. მათ შორის რუსეთიდან 187 მილიონი დოლარი გადმორიცხეს, რაც წლიურად 754 პროცენტით არის გაზრდილი.
ქვეყნები, საიდანაც ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი შემოვიდა:
1) რუსეთის ფედერაცია – $187 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან 754% 2) იტალია – $39 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან 18% 3) აშშ – $30 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან 44% 4) საბერძნეთი – $17 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან 12% 5) ისრაელი – $16 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან 16% 6) გერმანია – $15 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან 29% 7) ყაზახეთი – $13 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან -6% 8) თურქეთი – $9 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან 19% 9) ყირგიზეთი – $6 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან 83% 10) ესპანეთი – $4 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან -2%
2023 წლის თებერვალში საქართველოდან საზღვარგარეთ 27.6 მლნ აშშ დოლარი (73.0 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2022 წლის თებერვლის (26.7 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 3.2%-ით მეტია.
ბათუმში, ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის მაკა ბოჭორიშვილის ინიციატივით, გაიმართა საქართველოსა და ცენტრალური აზიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების პირველი ერთობლივი შეხვედრა. ინფორმაციას…
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, უნგრეთის პრემიერ-მინისტრ პიტერ მადიარის მიწვევით, ბუდაპეშტში უნგრეთის რევოლუციის 70 წლის საიუბილეო ღონისძიებებს დაესწრო. ინფორმაციას ირაკლი კობახიძის პრესსამსახური…
ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა თემაზე, „მსოფლიოსა და ეროვნული ეკონომიკების მდგომარეობა და გამოწვევები თანამედროვე ეტაპზე“. აღნიშნული კონფერენცია მიეზღვნა…