საქართველოში მოქმედმა კომერციულმა ბანკებმა ეროვნულ ბანკს იანვარ-თებერვლის ფინანსური ანგარიშები უკვე წარუდგინეს. დოკუმენტების თანახმად, 15-მა ბანკმა ჯამში 384 მილიონი ლარის წმინდა მოგება გამოიმუშავა, რაც წინა წელთან შედარებით 27%-ით მეტია, მთლიანად ბანკების მიერ მიღებული საპროცენტო და არასაპროცენტო შემოსავალი წელს 1.27 მილიარდი ლარი იყო, რაც წლიურ ჭრილში 24%-ით არის გაზრდილი. ბანკების მიერ გადახდილი მოგების გადასახადი კი იანვარ-თებერვალში 58.4 მილიონი ლარი იყო, რაც წინა წელთან შედარებით 33%-ით მეტია.
წმინდა მოგების მხრივ წელს პირველ ადგილზე “საქართველოს ბანკია”, რომელმაც 182 მილიონი ლარის მოგება გამოიმუშავა. მეორე პოზიციას 130 მილიონით “თიბისი” იკავებს, მესამეზე კი “კრედო” ბანკია 18 მილიონის მოგებით. ამასთან სამი კომერციული ბანკი მოგების ნაცვლად ზარალზე იმყოფება.
1. საქართველოს ბანკი – 182.2 მლნ ლარი; 2. თიბისი ბანკი – 130.1 მლნ ლარი; 3. კრედო ბანკი – 18 მლნ ლარი; 4. ლიბერთი ბანკი – 12.3 მლნ ლარი; 5. ვითიბი ბანკი – 7.9 მლნ ლარი; 6. ხალიკ ბანკი – 7.4 მლნ ლარი; 7. ბაზის ბანკი – 7.2 მლნ ლარი; 8. პროკრედიტ ბანკი – 6.7 მლნ ლარი; 9. ტერა ბანკი – 5.5 მლნ ლარი; 10. ქართუ ბანკი – 3.3 მლნ ლარი; 11. იშ ბანკი – 3.1 მლნ ლარი; 12. ზირაათ ბანკი – 1.3 მლნ ლარი; 13. პეისერა – -0.1 მლნ ლარი (ზარალი); 14. პაშა ბანკი – -0.2 მლნ ლარი (ზარალი); 15. სილქ ბანკი – -0.6 მლნ ლარი (ზარალი).
აშშ-მა, ისრაელმა და ლიბანმა სამმხრივ ჩარჩო შეთანხმებას მოაწერეს ხელი. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს. “დღეს, ისრაელისა და ლიბანის მთავრობებმა მამაცი…
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2025 წელს საქართველოში წყალმომარაგებით საქმიანობას ახორციელებდა 28 საწარმო, რომელთა მიერ შინამეურნეობებისთვის მიწოდებული წყლის მოცულობამ 258.6…
მნიშვნელოვანი ცვლილებები გატარდა „საქართველოს რკინიგზაში“, მხოლოდ რკინიგზაში შტატების ოპტიმიზაციის შედეგად წლიურ ჭრილში იზოგება 24 მილიონი ლარი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა,…