ჯანდაცვის სამინისტრომ ქირურგიული მომსახურების დროს გამოსაყენებელი სახარჯი მასალების (კორონარული სტენტი, ბროლი, ორთოპედიული ენდოპროთეზი) მინიმალური მოთხოვნები და მახასიათებლები დაამტკიცა.
ცვლილების შედეგად საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სერვისის მიმწოდებელი ყველა სამედიცინო დაწესებულება ვალდებულია, მხოლოდ საერთაშორისო სტანდარტების, FDA, MDR ან CE სერტიფიკატის მქონე მასალები გამოიყენოს. სამინისტროს ინფორმაციითვე, სიახლე პირველი მაისიდან ჩატარებულ ქირურგიულ მომსახურებებზე გავრცელდება.
“სახარჯი მასალებისთვის ევროპული და ამერიკული სტანდარტების განსაზღვრით სამინისტრო მოქალაქეებისთვის ხარისხიან სამედიცინო მომსახურებას უზრუნველყოფს.
სახარჯი მასალების გარდა, 2023 წელს განისაზღვრება სამედიცინო აღჭურვილობის საერთაშორისო სტანდარტები და რეგულირების საკითხები. 2025 წლიდან კი, საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული ყველა სამედიცინო დაწესებულებისთვის, სავალდებულო იქნება საერთაშორისო აკრედიტაცია. რეფორმების მიზანი საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა, მოქალაქეებისთვის ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფა და ხარისხის კონტროლის მძლავრი მექანიზმების შექმნაა”,-აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ საერთაშორისო არქიტექტურული ფორუმი SHARE Georgia 2026 გახსნა. მინისტრმა ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და…
გაეროს გენერალური ასამბლეა დღეს ოფიციალურად იხსნება. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მასში მონაწილეობას მიიღებენ მაღალი დონის დელეგაციები. “ეს არის ზოგადად ძალიან კარგი…
გაერო-ს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ბულგარეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, ველისლავა პეტროვა-ჩამოვას შეხვდა.…