8 მუნიციპალიტეტში კონკურენციის შეზღუდვის ფაქტები დადგინდა – კონკურენციის სააგენტო

8 მუნიციპალიტეტში კონკურენციის შეზღუდვის ფაქტები დადგინდა – კონკურენციის სააგენტო

„რამდენიმე რეგიონული მუნიციპალიტეტის მიერ კონკურენციის შეზღუდვის ფაქტი დადგინდა“ – ინფორმაციას კონკურენციის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათი ცნობით, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის და გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ კონკურენციის შეზღუდვის – „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის დარღვევის ფაქტი დადგინდა.

„საინჟინრო მონიტორინგის ჯგუფის“ საჩივრის საფუძველზე დაწყებული მოკვლევის ფარგლებში ასევე დამატებით ექვსი მუნიციპალიტეტის – ხაშურის, ქარელის, კასპის, დმანისის, გარდაბნის და წალკის მიერ სახელმწიფო შესყიდვების პროცესში სადავო პირობის გამოყენების ფაქტი გამოიკვეთა.

საკითხი ეხებოდა – შესაბამისი მუნიციპალიტეტების ფარგლებში ინფრასტრუქტურული ობიექტების სამშენებლო სამუშაოებზე საზედამხედველო მომსახურების გაწევის მიზნით გამოცხადებულ სახელმწიფო შესყიდვის ფარგლებში კონკურენციის შემაფერხებელი სატენდერო პირობების გამოყენებას.

„სააგენტოს პოზიციით, მოპასუხე მხარეების მიერ სადავო სატენდერო პირობების გამოყენებამ შექმნა ბაზარზე შესვლის მნიშვნელოვანი ადმინისტრაციული ბარიერი, რამაც ეკონომიკური აგენტის საქმიანობის შეფერხება გამოიწვია.

მოკვლევის ფარგლებში გაცემული რეკომენდაციების თანახმად, მუნიციპალურ ორგანოებს და სახელმწიფო შემსყიდველ სხვა ორგანიზაციებს დაევალათ – სატენდერო პირობების ფორმირების პროცესში უზრუნველყონ კონკურენციის პრინციპების დაცვა. მათ შორის, არ გამოიყენონ სატენდერო პირობა, რომელიც სასამართლოს აქტის საფუძველზე მოქმედი აკრედიტაციის პირობებში მყოფ ეკონომიკურ აგენტს ტენდერში მონაწილეობას შეუზღუდავს, მის მიმართ აკრედიტაციის სტატუსთან დაკავშირებული სასამართლო დავის/პროცესის არსებობის მიზეზით“, – ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ კონკურენციის ეროვნული სააგენტო, ამ დროისათვის, მოკვლევის 6 საქმეს განხილავს: საავტომობილო საწვავის, ფარმაციის, თამბაქოს, საზღვაო ტრანსპორტის, სწრაფი კვების და ბილეთების ონლაინ რეალიზაციის სექტორებში – შეთანხმებული ქმედების, დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების და არაკეთილსინდისიერი კონკურენციის მიმართულებით.

2023 წელს, უწყებამ ორი მოკვლევა დაასრულა და ორივე შემთხვევაში ადმინისტრაციული უწყების მხრიდან კონკურენციის შეზღუდვის ფაქტი („კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლი) დაადგინა.

მსგავსი სიახლეები

გილოცავთ გიორგობის დღესასწაულს, წმინდანისა, რომელიც არის ადამიანურ ცდუნებაზე ამაღლების, რწმენისათვის ღმერთისთვის თავგანწირვის სიმბოლო – ირაკლი კობახიძე

გილოცავთ გიორგობის დღესასწაულს, წმინდანისა, რომელიც არის ადამიანურ ცდუნებაზე ამაღლების,…

გილოცავთ გიორგობის დღესასწაულს, ჩვენი ქვეყნის მფარველი წმინდანის დღეს, წმინდანისა, რომელიც არის ადამიანურ ცდუნებაზე ამაღლების, რწმენისთვის, ღმერთისთვის თავგანწირვის სიმბოლო. ღმერთმა და წმინდა…
განათლების სამინისტრო სკოლებში საგაკვეთილო საათების განაწილების წესს ცვლის – სახალხო დამცველი

განათლების სამინისტრო სკოლებში საგაკვეთილო საათების განაწილების წესს ცვლის –…

განათლების სამინისტრომ გაიზიარა სახალხო დამცველის წინადადებები, რომელიც მასწავლებელთა მიმართ თანასწორი მოპყრობის უზრუნველყოფისა და დისკრიმინაციის პრევენციას უკავშირდება. როგორც უწყებაში აღნიშნავენ, დაგეგმილი ცვლილებების…
2026 წლის მესამე კვარტალში საქართველოს რკინიგზამ 4 მლნ დონაზე მეტი ტვირთი გადაზიდა – საქსტატი

2026 წლის მესამე კვარტალში საქართველოს რკინიგზამ 4 მლნ დონაზე…

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2026 წლის მესამე კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოს რკინიგზით გადატანილია 16.8 პროცენტით მეტი, სულ 4.1…