რუსეთის ცენტრალური ბანკი МИР ბარათების ალტერნატივის შემუშავებას გეგმავს, რათა რუსეთის მოქალაქეებმა უცხოეთში გადახდები შეძლონ. ამის შესახებ რუსეთის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტმა განაცხადა.
ელვირა ნაბიულინას თქმით, ინდივიდუალური სამუშაოები რამდენიმე ქვეყანასთან, მათ შორის, თურქეთთან მიმდინარეობს. რუსული მედიის ცნობით, ალტერნატივა, შესაძლოა, უცხოური წინასწარი გადახდის ან გადახდის სისტემის ბარათები იყოს.
„ჩვენ ავაშენებთ კარიბჭეების სისტემას ჩვენს გადახდის სისტემებს შორის, რათა უცხოეთში გადახდები შევძლოთ. ეს ყველა ქვეყანაში არ იმუშავებს, მაგრამ მუშაობას გავაგრძელებთ. აღნიშნული დამოკიდებულია არა მხოლოდ ჩვენზე, არამედ ჩვენს პარტნიორებზეც. ახლა აქტიურად ვმუშაობთ თურქეთთან. მიუხედავად ამისა, არ ვწყვეტთ დაჟინებულ მოთხოვნას, МИР ბარათი აღიარონ”, – განაცხადა რუსეთის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელმა.
2022 წლის სექტემბერში МИР გადახდის სისტემის ბარათები ქვეყნების ნაწილში აკრძალეს, მათ შორის, თურქეთში. ინფორმაცია, ქვეყნების შესახებ, სადაც МИР ბარათები ხელმისაწვდომი არ არის, რუსეთის ცენტრალური ბანკის გვერდზე მიუწვდომელია. რუსული მედიის ინფორმაციით, 2022 წლის სექტემბერში რუსული ბარათით გადახდები 9 სახელმწიფოსა და ორ ოკუპირებულ ტერიტორიაზე იყო შესაძლებელი: თურქეთში, ვიეტნამში, სამხრეთ კორეაში, სომხეთში, უზბეკეთში, ბელორუსში, ყაზახეთში, ყირგიზეთში, ტაჯიკეთში, ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში.
გარემოს ეროვნული სააგენტო ამინდის გაუარესებასთან დაკავშირებით გაფრთხილებას ავრცელებს. “27-28 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, 27 აგვისტოს დილის საათებიდან აფხაზეთში,…
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელ ემი დიაზს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე საუბარი შეეხო…
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უცხო ქვეყნის 85 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს. შსს-ს ინფორმაციით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის…