მთავრობის ცნობით, შარშან საზოგადოებრივ სამუშაოებზე 29 323 სოცდაუცველი დაასაქმეს

მთავრობის ცნობით, შარშან საზოგადოებრივ სამუშაოებზე 29 323 სოცდაუცველი დაასაქმეს

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ანგარიშის თანახმად, 2020-2022 წლებში სააგენტოს ხელშეწყობით ღია შრომის ბაზარზე დასაქმდა 17 365 სამუშაოს მაძიებელი, აქედან 12 645 – 2022 წელს. გარდა ამისა, 29 323 სოციალურად დაუცველ სამუშაოს მაძიებელს მიეცა შესაძლებლობა ემუშავა საზოგადოებრივ სამუშაოებზე. სააგენტოს ინფორმაციით, გასულ წელს ღია შრომის ბააზარზე 8 773 სოცდაუცველი დასაქმდა.

მთავრობის განცხადებით, პროგრამის მიზანია სოციალურად დაუცველი შრომისუნარიანი პირების მიმართ შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკის განხორციელება, საზოგადოებრივ სამუშაოების ქვეპროგრამაში ჩართვის ხელშეწყობის გზით. მისი მოსარგებლეები არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული 120 000 და ნაკლები სარეიტინგო ქულის მქონე საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახის შრომისუნარიანი წევრები.

აღსანიშნია, რომ ღია შრომის ბაზარზე დასაქმების შემთხვევაშიც სოციალურად დაუცველ პირს 4 წლის განმავლობაში, სოციალურად დაუცველის სტატუსი, მასთან მიბმული ფულადი და არაფულადი სიკეთეები გარანტირებულად უნარჩუნდება.

სააგენტოს თანახმად, დასაქმების საინფორმაციო სისტემაში (სარეგისტრაციო პორტალზე) დარეგისტრირდა 1 069 მომწოდებლის მიერ მოწოდებული 30 000-მდე ვაკანტური ადგილი. საქართველოს მასშტაბით, საზოგადოებრივი სამუშაოების პროგრამასთან დაკავშირებით, დასაქმების სააგენტოს მიმართა 71 319 მოქალაქემ. საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმდა 29 323 სოციალურად დაუცველი, აქედან ქალი – 15 602.

“აღსანიშნავია, რომ სააგენტომ 2022 წელს განახორციელა ფართომასშტაბიანი მონიტორინგი, მუნიციპალიტეტებსა და შრომის ინსპექციის სამსახურთან ერთად სრულად მოიცვა სპეციალური სარეგისტრაციო სისტემაში რეგისტრირებული დამსაქმებლები და მათთან დასაქმებული პირები, ხოლო აღმოჩენილ შეუსაბამობებზე გაიცა შესაბამისი რეკომენდაციები, როგორც ზეპირსიტყვიერად ასევე წერილობით”,-წერია ანგარიშში.

მსგავსი სიახლეები

2025 წელს ლუდის ქართული მწარმოებლების ბრუნვამ 636 მილიონ ლარს მიაღწია – TBC Capital

2025 წელს ლუდის ქართული მწარმოებლების ბრუნვამ 636 მილიონ ლარს…

2025 წელს ლუდის ქართული მწარმოებლების ბრუნვამ 636 მილიონი ლარს მიაღწია, ხოლო 2019-2025 წლებში საშუალო წლიურმა ზრდის ტემპმა (CAGR) 12.1% შეადგინა. ამის…
2026 წლის ივლისში ეროვნული ბანკის წმინდა შესყიდვებმა 488.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა

2026 წლის ივლისში ეროვნული ბანკის წმინდა შესყიდვებმა 488.2 მლნ…

2026 წელს, სავალუტო ბაზარზე არსებული ვითარების შესაბამისად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საერთაშორისო რეზერვების შევსება განაგრძო, – ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.…
14 სექტემბრის ჩათვლით, ყველა სკოლაში იქნება ყველა სახელმძღვანელო დარიგებული – გივი მიქანაძე

14 სექტემბრის ჩათვლით, ყველა სკოლაში იქნება ყველა სახელმძღვანელო დარიგებული…

პირველი, მეშვიდე, მეათე კლასის სახელმძღვანელოების ბეჭდვის პროცესი დასრულების პროცესშია – 14 სექტემბრის ჩათვლით, ყველა სკოლაში იქნება ყველა სახელმძღვანელო დარიგებული, – ამის…