2023 წლის პირველ კვარტალში სატელევიზიო და რადიო მაუწყებლების ჯამური სარეკლამო შემოსავალი წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 12.5%-ით შემცირდა და 15.6 მილიონი ლარი შეადგინა.
რაც შეეხება მხოლოდ სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლებს, 2023 წლის პირველ კვარტალში ამ რიცხვმა 14.1 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 2.2 მილიონი ლარით ნაკლებია.
სარეკლამო შემოსავლების შემცირების მიზეზად კომუნიკაციების კომისია აზარტული კომპანიებისთვის რეკლამის განთავსებაზე დაწესებულ შეზღუდვებს ასახელებს. კერძოდ, 2022 წლის 1 მარტიდან აზარტული თამაშების სამაუწყებლო რეკლამა აიკრძალა. რეგულაციის ამოქმედებამდე აზარტული თამაშების ორგანიზატორი კომპანიები მაუწყებლების მსხვილი დამფინანსებლები იყვნენ. ცნობისთვის, 2022 წლის პირველ კვარტალში აზარტული თამაშების სექტორიდან მიღებულმა სარეკლამო შემოსავალმა 4.8 ლარი შეადგინა.
მიმდინარე წლის პირველ კვარტალშიც სარეკლამო შემოსავლებით კვლავ “ტელეიმედი” ლიდერობს. აღსანიშნავია ის, რომ 2022 წლის I კვარტალთან შედარებით, სარეკლამო შემოსავლები შეუმცირდა “მთავარ არხს”; “ფორმულასა” და “ტვ პირველს”. სარეკლამო შემოსავლებში ზრდა ჰქონდათ “პოსტივის”, საზოგადოებრივ მაუწყებელს და “რუსთავი 2”-ს.
კერძოდ, თუ “მედია ჰოლდინგმა” [ბრენდული სახელით რუსთავი 2] 2022 წლის პირველ კვარტალში 1.9 მლნ ლარი მიიღო, 2023 წლის შესაბამის პერიოდში ეს მაჩვენებელი 2.2 მლნ ლარამდე გაიზარდა. 0.8 მლნ ლარიდან 1.6 მლნ ლარამდე გაიზარდა “პოსტვ”-ის შემოსავალი, ხოლო საბიუჯეტო დაფინანსებაზე მყოფი საზოგადოებრივი მაუწყებლის სარეკლამო შემოსავალი 0.2 მლნ ლარიდან 0.5 მლნ ლარამდე გაიზარდა.
I კვარტალში სარეკლამო შემოსავლები სატელევიზიო არხების მიხედვით ასე გადანაწილდა:
“ტელეიმედი” – 4.6 მლნ ლარი მედია ჰოლდინგ [ბრენდული სახელი რუსთავი 2] – 2.2 მლნ ლარი “პოსტვ” – 1.6 მლნ ლარი “მთავარი არხი” – 1.3 მლნ ლარი ტელეკომპანია “პირველი” – 1.1 მლნ ლარი “ფორმულა” – 0.8 მლნ ლარი “ბი ემ ჯი” – 0.6 მლნ ლარი საზოგადოებრივი მაუწყებელი – 0.5 მლნ ლარი “ჯი-დი-ეს თი-ვი” – 0.4 მლნ ლარი მედია-ჰოლდინგი “ჯორჯიან თაიმზი” – 0.2 მლნ ლარი.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ საერთაშორისო არქიტექტურული ფორუმი SHARE Georgia 2026 გახსნა. მინისტრმა ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და…
გაეროს გენერალური ასამბლეა დღეს ოფიციალურად იხსნება. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მასში მონაწილეობას მიიღებენ მაღალი დონის დელეგაციები. “ეს არის ზოგადად ძალიან კარგი…
გაერო-ს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ბულგარეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, ველისლავა პეტროვა-ჩამოვას შეხვდა.…