ფოთის პორტში საკონტეინერო ტვირთების მოცულობამ რეკორდულ დონეს მიაღწია – APM Terminal

ფოთის პორტში საკონტეინერო ტვირთების მოცულობამ რეკორდულ დონეს მიაღწია – APM Terminal

კონტეინერების დამუშავებისა და ტვირთბრუნვის თვალსაზრისით, APM-ტერმინალს ფოთისთვის 2023 წლის აპრილი რეკორდული იყო.

აპრილში დამუშავდა 53,626 TEU კონტეინერი, რაც 91,3%-ით მაღალი მაჩვენებელია 2022 წლის აპრილთან შედარებით. აღსანიშნავია, რომ ფოთის საზღვაო ნავსადგურში, ერთ თვის მანძილზე, ამ რაოდენობის ტვირთის დამუშავების პრაქტიკა აქამდე არ ყოფილა.

საერთო ჯამში, 2023 წლის პირველ ოთხ თვეში APM- ტერმინალს ფოთის მიერ დამუშავებული კონტეინერების მოცულობა იყო 177 900 TEU, რაც 73%-ით მაღალი მაჩვენებელია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და ყველაზე მაღალი, რაც კი ოდესმე ყოფილა წლის პირველ ოთხ თვეში.

გარდა ამისა, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, პირველ ოთხ თვეში ყველაზე მეტი – 25 239 ავტომობილი დამუშავდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 59,7%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

ამასთან ერთად, მნიშვნელოვნად გაზრდილია საკონტეინერო გემების მიღებაც. წლის დასაწყისიდან ეიპიემ ტერმინალს ფოთმა გასულ წელთან შედარებით მიიღო 74.6%-ით მეტი – 103 საკონტეინერო გემი. ზრდა შეინიშნება რკინიგზით შემოტანილი კონტეინერების რაოდენობაშიც. 2023 წლის იანვარი-აპრილის პერიოდში, შემოსული და დამუშავებული კონტეინერების რაოდენობა ყველაზე მაღალი იყო ბოლო სამი წლის განმავლობაში დაფიქსირებულ რაოდენობას შორის – 3, 848 TEU.

„წლის დასაწყისში, ტვირთების მნიშვნელოვნად ზრდა ძალიან გვახარებს. მაშინ, როდესაც ჩვენი კომპანიის მთავარი ფოკუსი ჩვენი მომხმარებლები და მათი კმაყოფილებაა, ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ მომსახურების მაღალი ხარისხი შევინარჩუნოთ. ეს არის ეიპიემ ტერმინალსის გუნდსა და ჩვენს მომხმარებლებს შორის ძლიერი პარტნიორობის დამსახურება,“ – აცხადებს იენ როლინსონი, ეიპიემ ტერმინალს ფოთის კომერციული დირექტორი.

მსგავსი სიახლეები

ტექნოლოგიური ჰაბის გახსნით ქუთაისი ხდება საქართველოს ტექნოლოგიური განვითარების ერთ-ერთი მთავარი ცენტრი – ამ ეკოსისტემის განუყოფელი ნაწილი გახდება ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი – კობახიძე

ტექნოლოგიური ჰაბის გახსნით ქუთაისი ხდება საქართველოს ტექნოლოგიური განვითარების ერთ-ერთი…

ქუთაისი ყოველთვის იყო განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კერა ჩვენს ქვეყანაში.დღეიდან კი, ტექნოლოგიური ჰაბის გახსნით, ქუთაისი ასევე ხდება საქართველოს ტექნოლოგიური…
სემეკ-მა საქართველოს ელექტროსისტემაში მასშტაბური ავარიის გამომწვევი მიზეზების შესწავლა დაიწყო

სემეკ-მა საქართველოს ელექტროსისტემაში მასშტაბური ავარიის გამომწვევი მიზეზების შესწავლა დაიწყო

სემეკ-მა საქართველოს ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის გამომწვევი მიზეზების შესწავლა დაიწყო. ინფორმაციას ამის შესახებ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისია ავრცელებს. კომისიის ცნობით, სემეკ-ის…
საქართველოს საგარეო უწყება: ვიმედოვნებთ, ევროკავშირი გადახედავს ყულევის ქარხნის დასანქცირების გადაწყვეტილებას

საქართველოს საგარეო უწყება: ვიმედოვნებთ, ევროკავშირი გადახედავს ყულევის ქარხნის დასანქცირების…

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს წუხილს ევროკავშირის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის შეტანის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ…