მეტრო „ახმეტელის“ მეორე ამოსასვლელის მოწყობაზე ტენდერი, სავარაუდოდ წლის ბოლოს გამოცხადდება

მეტრო „ახმეტელის“ მეორე ამოსასვლელის მოწყობაზე ტენდერი, სავარაუდოდ წლის ბოლოს გამოცხადდება

თბილისის მერიამ მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ მეორე ამოსასვლელის მოწყობაზე ტენდერის გამოცხადებას 2023 წლის ბოლოს, ან 2024 წლის დასაწყისში გეგმავს. ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, თბილისის მეტროსადგურებში, ამ შემთხვევაში კი მეტრო „ახმეტელის თეატრში“ მგზავრთნაკადი ყოველწლიურად კიდევ უფრო გაიზრდება, ამიტომ მუნიციპალიტეტის მერია გამტარუნარიანობის შესაბამის გადაწყვეტებზე მუშაობს.

„ამავდროულად ყოველწლიურად ნაკადების კიდევ უფრო მეტად ზრდას ველით, რისთვისაც მუნიციპალიტეტი მზად უნდა იყოს. შესაბამისად, ADB-ის დაფინანსებით დაწყებულია მეტროს ხელმისაწვდომობის გაფართოების პროგრამა, რომელზეც დღეს საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვის პროცედურა მიმდინარეობს. ვვარაუდობთ, რომ წლის ბოლომდე ან მომდევნო წლის პირველ კვარტალში გამოცხადდება ტენდერი, რომელიც ახმეტელის მეტროს ალტერნატიული ჩასასვლელის მოწყობას გულისხმობს“, – აღნიშნა ხმალაძემ.

მსგავსი სიახლეები

ჯავახიშვილის უნივერსიტეტში კონფერენცია გაიმართა, რომელიც საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის დაარსების 85-ე წლისთავს მიეძრვნა

ჯავახიშვილის უნივერსიტეტში კონფერენცია გაიმართა, რომელიც საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის…

ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში  საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა თემაზე, „მსოფლიოსა და ეროვნული ეკონომიკების მდგომარეობა და გამოწვევები  თანამედროვე ეტაპზე“. აღნიშნული კონფერენცია მიეზღვნა…
ლარში ცალკეული ტიპის სესხები გაიაფდა, უცხოურ ვალუტაში კი ფინანსური პირობების გამკაცრებაა მოსალოდნელი – სებ

ლარში ცალკეული ტიპის სესხები გაიაფდა, უცხოურ ვალუტაში კი ფინანსური…

საქართველოს ეროვნული ბანკის თანახმად, საქართველოში საკრედიტო აქტივობა მზარდია, თუმცა სესხებზე საპროცენტო განაკვეთების დინამიკა ვალუტისა და სესხის ტიპის მიხედვით განსხვავდება. მონეტარული პოლიტიკის…
მაკა ბოჭორიშვილი ტაჯიკეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სიროჯიდინ მუხრიდინს შეხვდა

მაკა ბოჭორიშვილი ტაჯიკეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სიროჯიდინ მუხრიდინს შეხვდა

ბათუმში, ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ტაჯიკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს სიროჯიდინ მუხრიდინს შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.  უწყების…