საქართველოში მოქმედმა მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა მათი პირველი კვარტლის ფინანსური ანგარიშები ეროვნულ ბანკს უკვე წარუდგინეს. დოკუმენტების თანახმად, სექტორმა პერიოდის განმავლობაში სულ 30 მილიონი ლარის წმინდა მოგება გამოიმუშავა, რაც წინა წელთან შედარებით 1.4 მილიონი ლარით მეტი იყო.
მისოების აქტივები ჯამურად 1.86 მილიარდ ლარს აღწევს, რაც წინა წელთან შედარებით 220 მილიონი ლარით მეტია.
გაზრდილია მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საკრედიტო პორტფელიც, რაც ამჟამად 1.58 მილიარდ ლარს აღწევს (მატება წინა წელთან 90 მლნ ლარი).
მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შემოსავლების მთავარ წყაროდ კვლავ სალომბარდე სესხები რჩება, რომლის პორტფელიც 790 მილიონ ლარს აღწევს. კონკრეტული მიმართულებებით სესხები ასე ნაწილდება:
• სალომბარდე სესხი – 791 მილიონი ლარი; • სამომხმარებლო სესხები – 417 მილიონი ლარი; • ვაჭრობა და მომსახურება – 184 მილიონი ლარი; • სოფლის მეურნეობა – 105 მილიონი ლარი; • განვადება – 49 მილიონი ლარი; • იურიდიულ პირებზე გაცემული სესხები – 27 მილიონი ლარი.
რაც შეეხება თავად მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ აღებულ სესხებს, ფინანსური ანგარიშებიდან ირკვევა, რომ მისო-ების სექტორის კაპიტალის ძირითად წყაროს ქართული კომერციული ბანკებისგან აღებული კრედიტები წარმოადგენს, რაც 389 მილიონ ლარს შეადგენს. უცხოური საფინანსო ორგანიზაციებისგან მისო-ებს 285 მილიონის სესხები აქვთ მოზიდული, რეზიდენტი ფიზიკური პირების მიერ მათზე გაცემული სესხები 163 მილიონი ლარი, რეზიდენტი იურიდიული პირების სესხები კი 62 მილიონი ლარია. მთლიანობაში მისო-ებს ბანკებისა და ინვესტორების მიმართ 1.06 მილიარდი ლარის სესხები აქვთ.
ქუთაისი ყოველთვის იყო განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კერა ჩვენს ქვეყანაში.დღეიდან კი, ტექნოლოგიური ჰაბის გახსნით, ქუთაისი ასევე ხდება საქართველოს ტექნოლოგიური…
სემეკ-მა საქართველოს ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის გამომწვევი მიზეზების შესწავლა დაიწყო. ინფორმაციას ამის შესახებ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისია ავრცელებს. კომისიის ცნობით, სემეკ-ის…
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს წუხილს ევროკავშირის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის შეტანის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ…