კონკურენციის სააგენტომ კომპანიები ჯერ დააჯარიმა, ხოლო შემდეგ წილების შესყიდვაზე თანხმობა გასცა

კონკურენციის სააგენტომ კომპანიები ჯერ დააჯარიმა, ხოლო შემდეგ წილების შესყიდვაზე თანხმობა გასცა

საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ 3 კონცენტრაციაზე თანხმობა გასცა. თემა ეხებოდა – „რონიკოს“ მიერ „ართთაიმის“ 100%-იანი წილის, „სილქ როუდ ენჯინიარინგის“ მიერ „ფარმარეას“ 100%-იანი წილის და ფ/პ თემურ ბოლქვაძის მიერ „ლეგომეტალის“ 100%-იანი წილის შეძენას.

კონკურენციის სააგენტოს ინფორმაციით, სააგენტოს მიერ წარმოებული მონიტორინგისას დადგინდა, რომ სააგენტოსთვის შეუტყობინებლად და შესაბამისი გადაწყვეტილების გარეშე ეკონომიკურმა აგენტებმა კონცენტრაციები განახორციელეს.

“შედეგად, შემსყიდველი ეკონომიკური აგენტების მიმართ გამოყენებული იქნა საჯარიმო სანქციები და კონცენტრაციის დადასტურების თაობაზე სააგენტოში შესაბამისი განცხადების შემოტანა დაევალათ. კონცენტრაციის შეუტყობინებლობის გამო ეკონომიკურ აგენტებს 32 000 ლარამდე ჯარიმა დაეკისრათ.

ფერადი და შავი ლითონის ჯართით ბაზრის ანალიზის მიხედვით ექსპორტის მოცულობამ 2021 წელს შეადგინა 271,7 მლნ ლარი, მონაწილე სუბიექტების რაოდენობა იყო – 46, ბაზრის კონცენტრაციის (HHI) ინდექსი – 1 474 , რაც საშუალოდ კონცენტრირებული ბაზრის მაჩვენებელია.

აქსესუარების და ფუფუნების საგნების ბაზრის ანალიზის დროს სააგენტოს შეფასების ლოგიკა ეყრდნობა იმ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას, რომ კონცენტრაციის მხარეები შერწყმამდე მოქმედებდნენ სხვადასხვა სასაქონლო ბაზრებზე და არ არიან დაკავშირებული მოთხოვნა-მიწოდების ჯაჭვით, ამდენად, თითოეული მხარის შესაბამისი ბაზრის სტრუქტურის განხილვის საჭიროება არ დგას. განხორციელებული კონცენტრაციის შედეგად, კონცენტრაციის დონე არ იცვლება არც ერთ შესაბამის ბაზარზე.

სასოფლო-სამეურნეო მანქანებით, მოწყობილობებით საბითუმო ვაჭრობის ბაზრის მოცულობა 2021 წელს შეადგენდა 169.3 მლნ ლარს, მონაწილე სუბიექტების რაოდენობა – 134, ბაზრის კონცენტრაციის (HHI) ინდექსი – 463,14, რაც დაბალკონცენტრირებული ბაზრის მაჩვენებელია. სასოფლო-სამეურნეო მანქანებით, მოწყობილობების იმპორტის მოცულობა 2021 წელს შეადგენდა 186,4 მლნ ლარს, მონაწილე სუბიექტების რაოდენობა – 1175, ბაზრის კონცენტრაციის (HHI) ინდექსი – 463,14, რაც ასევე დაბალკონცენტრირებული ბაზრის მაჩვენებელია.

მიღებული და დამუშავებული მასალების შესწავლის შედეგად სააგენტომ დაადგინა, რომ განხორციელებული კონცენტრაციები „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის შესაბამისად, ეფექტიან კონკურენციას არსებითად არ ზღუდავს და კონკურენტულ გარემოსთან თავსებადია”, – განმარტავენ კონკურენციის სააგენტოში.

ინფორმაციისთვის: წინასწარ შეტყობინებას დაქვემდებარებული კონცენტრაციის განხორციელება დასაშვებია მხოლოდ მისი კონკურენტულ გარემოსთან თავსებადობის შესახებ სააგენტოს გადაწყვეტილების საფუძველზე. კომპანიების შერწყმის (კონცენტრაციის) შესახებ კონკურენციის ეროვნული სააგენტო ინფორმირებული უნდა იყოს იმ შემთხვევაში, თუ კომპანიების ერთობლივი (ჯამური) წლიური ბრუნვა, საქართველოს ტერიტორიაზე, წინა ფინანსური წლის მდგომარეობით, 20 მილიონ ლარს აღემატება, ხოლო თითოეული კომპანიის წლიური ბრუნვა 5 მილიონ ლარზე მეტია. ჯარიმის დაკისრება, შეტყობინების წარმოდგენის ვალდებულების მქონე პირს შეტყობინების წარმოდგენისგან არ ათავისუფლებს.

2023 წლის პირველ კვარტალში, საქართველოში ეკონომიკური აგენტების 5311 კონცენტრაცია (გაერთიანება) იქნა გადამოწმებული. სააგენტომ 3 კონცენტრაცია თანხმობა გასცა.

მსგავსი სიახლეები

თბილისის ვიცე-მერის თქმით, ზოოპარკის ზღვის ტერიტორიაზე გადატანისთვის ₾7 მლნ გამოიყოფა

თბილისის ვიცე-მერის თქმით, ზოოპარკის ზღვის ტერიტორიაზე გადატანისთვის ₾7 მლნ…

თბილისის ზოოპარკის ზღვის ტერიტორიაზე გადასატანად და არსებული ზოოპარკის ტერიტორიაზე რეკრეაციული პარკის მოსაწყობად, 2026 წლის თბილისის ბიუჯეტიდან ₾7 მილიონი დაიხარჯება. ამის შესახებ…
მერია სამგორი-ვაზისუბნის საბაგიროს პროექტისთვის 2026 წელს ₾10 მილიონს გამოყოფს

მერია სამგორი-ვაზისუბნის საბაგიროს პროექტისთვის 2026 წელს ₾10 მილიონს გამოყოფს

თბილისის მთავრობა სამგორი-ვაზისუბნის დამაკავშირებელი საბაგირო ხაზის პროექტის დასრულებას 2026 წლის ბოლომდე გეგმავს – ამის შესახებ დედაქალაქის ვიცე-მერმა, გიორგი ტყემალაძემ დღეს საკრებულოში…
5-6 იანვარი უქმე დღეებად გამოცხადდა

5-6 იანვარი უქმე დღეებად გამოცხადდა

საქართველოს მთავრობამ 2026 წლის 5 და 6 იანვარი უქმე დღეებად გამოაცხადა – ამის შესახებ მთავრობის განკარგულებაში არის ნათქვამი. ამავე განკარგულების თანახმად,…