საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა ეროვნული ბანკის 2022 წლის ანგარიში მოისმინა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა ეროვნული ბანკის 2022 წლის ანგარიში მოისმინა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა საქართველოს ეროვნული ბანკის 2022 წლის ანგარიში მოისმინა. ანგარიშში საუბარია ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფაზე, მონეტარულ პოლიტიკაზე, ინფლაციის მაჩვენებელზე, ფინანსური სტაბილურობის ხელშეწყობაზე, ზედამხედველობასთან დაკავშირებულ კანონმდებლობაზე, მომხმარებელთა უფლებების დაცვასა და ფინანსური განათლების ხელშეწყობაზე.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის არჩილ მესტვირიშვილის განცხადებით, ეროვნული ბანკის ძირითადი ამოცანა ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფაა. ამასთანავე, ეროვნულმა ბანკმა ფინანსური სისტემის სტაბილურობა და გამჭვირვალობა უნდა უზრუნველყოს და ხელი შეუწყოს ქვეყნის მდგრად ეკონომიკურ ზრდას ისე, რომ მისი ძირითადი ამოცანის შესრულებას საფრთხე არ შეექმნას.

როგორც არჩილ მესტვირიშვილმა აღნიშნა, ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად, ეროვნული ბანკი ფულად-საკრედიტო პოლიტიკას მსოფლიოში ყველაზე თანამედროვე და ეფექტიანი მოდელით – ინფლაციის თარგეთირების რეჟიმით წარმართავს.

ინფლაციაზე საუბრისას მან აღნიშნა, რომ მიმდინარე წელს ინფლაცია სამიზნე მაჩვენებელს დაუახლოვდა და აპრილში 2.7% შეადგინა.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის განცხადებით, ფინანსური სტაბილურობის ხელშეწყობა, როგორც მდგრადი ეკონომიკური ზრდის წინაპირობა, ეროვნული ბანკის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ამოცანას წარმოადგენს და ამისთვის ეროვნული ბანკი მაკროპრუდენციულ პოლიტიკასა და საფინანსო სექტორის ზედამხედველობას ახორციელებს.

არჩილ მესტვირიშვილის ინფორმაციით, ეროვნული ბანკი 2022 წლის განმავლობაში აქტიურად განაგრძობდა ზედამხედველობასთან დაკავშირებული კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოებაზე მუშაობას.

მისი თქმით, მომხმარებელთა უფლებების დაცვა და ფინანსური განათლების ხელშეწყობა ეროვნული ბანკისთვის პრიორიტეტული საკითხია.

არჩილ მესტვირიშვილის განცხადებით, 2022 წელს, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის ფონზე, სასაქონლო ბაზრებზე ზრდადი ფასებისა და გლობალური პანდემიის ჯერ კიდევ უარყოფითი შედეგების გამკლავების დროს, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მაკროეკონომიკური პოლიტიკის ეფექტური რეაგირება და საბანკო სისტემის მედეგობა საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიების მიერ საქართველოს საკრედიტო რეიტინგების შენარჩუნებაში აისახა.

„საერთაშორისო რეიტინგების მიერ საქართველოს საინვესტიციო მდგომარეობის ასეთი შეფასება აძლიერებს საქართველოს ეკონომიკის მიმართ საერთაშორისო ინსტიტუტებისა და ინვესტორების ნდობას და ქვეყნის ბიზნესგარემოზე პოზიტიურად აისახება“, – განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა.

მსგავსი სიახლეები

10 თვეში საქართველოდან აშშ-ში ღვინის ექსპორტი 22.9%-ით 4.9 მლნ დოლარამდე შემცირდა – ღვინის ეროვნული სააგენტო

10 თვეში საქართველოდან აშშ-ში ღვინის ექსპორტი 22.9%-ით 4.9 მლნ…

2025 წლის 10 თვეში საქართველოდან აშშ-ში ღვინის ექსპორტი 22.9%-ით 4.9 მლნ დოლარამდე შემცირდა. შედეგად წელს აშშ-ში 794 607 ლიტრი ღვინო გავიტანეთ.…
საბაჟოზე კონტროლი მკაცრდება

საბაჟოზე კონტროლი მკაცრდება

პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს „საბაჟო კოდექსში“ ცვლილებას, რომელიც ნარკოტიკული და სხვა აკრძალული ნივთიერებების უკანონო გადაადგილების აღკვეთის მექანიზმებს ეხება. “ქართული ოცნების” შინაგან საქმეთა მინისტრის…
ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 8%-ზე დატოვა

ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 8%-ზე დატოვა

ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად, 8%-ზე დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. სებ-ი მიუთითებს, რომ იმის მიუხედავად, რომ ნოემბერში…