საქართველოს ეროვნული ბანკი აქვეყნებს კომერციული ბანკებისთვის დაკავშირებულ პირთა მარეგულირებელი დებულების პროექტს. ინტერესთა კონფლიქტის მართვის დებულებით, ბანკებში მათ მესაკუთრეებთან და მფლობელებთან დაკავშირებული პირების ოპერაციები დარეგულირებულია.
“პროექტი ეფუძნება საერთაშორისო პრაქტიკას (IAS 24, London listing Rules) და მიზნად ისახავს საფინანსო სექტორში გამოვლენილ ხარვეზების მოწესრიგებასა და ამ მიმართულებით არსებული რისკების მიტიგაციას.
ცვლილებები აწესრიგებს დებულების სხვადასხვა საკითხებს. მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიდა დაკავშირებული მხარის განმარტებაში, რომელიც მოიცავს დაკავშირებულ პირთა სიაში იდენტიფიცირებისა და რიგ შემთხვევებში არსებულ დაკავშირებულ პირთა 12 თვის ვადით სიაში დატოვების შესახებ მოთხოვნას. ასევე, დებულებაში გაიწერა უზრუნველყოფასთან დაკავშირებული ზოგადი მოთხოვნები და ბანკს განესაზღვრა დაკავშირებულ პირებთან რისკის პოზიციის შექმნისთვის დასაშვები უზრუნველყოფის საშუალებების სია და აღნიშნული უზრუნველყოფის საშუალებების დებულების მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასება/დასაბუთების დოკუმენტირება.
პროექტზე მუშაობის პროცესში, ეროვნულ ბანკს აქტიური კომუნიკაცია ჰქონდა კომერციულ ბანკებთან. პროექტის შესაბამისად, კომერციულ ბანკებს განესაზღვრებათ 6 თვიანი ვადა, პოლიტიკა/პროცედურების ბრძანების მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოსაყვანად, ხოლო გარკვეული მოთხოვნები ძალაში შედის ბრძანების ამოქმედებისთანავე,”- ნათქვამია სებ-ის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
სრულად დებულების პროექტის გაცნობა შესაძლებელია ბმულზე.
აშშ-მა, ისრაელმა და ლიბანმა სამმხრივ ჩარჩო შეთანხმებას მოაწერეს ხელი. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს. “დღეს, ისრაელისა და ლიბანის მთავრობებმა მამაცი…
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2025 წელს საქართველოში წყალმომარაგებით საქმიანობას ახორციელებდა 28 საწარმო, რომელთა მიერ შინამეურნეობებისთვის მიწოდებული წყლის მოცულობამ 258.6…
მნიშვნელოვანი ცვლილებები გატარდა „საქართველოს რკინიგზაში“, მხოლოდ რკინიგზაში შტატების ოპტიმიზაციის შედეგად წლიურ ჭრილში იზოგება 24 მილიონი ლარი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა,…