საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, 2025 წელს დაგეგმილი ზამთრის ოლიმპიური ფესტივალის ორგანიზებისთვის სახელმწიფო 100 მლნ ლარს დახარჯავს. ამის შესახებ მთავრობის მეთაურმა მინისტრთა კაბინეტის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
მისი თქმით, ფესტივალის გამართვისთვის თბილისსა და ბაკურიანში შესაბამისი ინფრასტრუქტურა მოეწყობა.
„ვიწყებთ მზადებას კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიებისთვის, მოგეხსენებათ, 2025 წელს საქართველო ზამთრის ოლიმპიურ ფესტივალს უმასპინძლებს, ამის თაობაზე დღეს გვექნება მსჯელობა. ჩვენ 100 მლნ ლარი უნდა გამოვყოთ ბიუჯეტიდან და ფესტივალისთვის დავიწყებთ მზადებას. ბაკურიანში მოეწყობა ბიატლონის და თხილამურებით რბოლის მოედანი, თბილისში აშენდება ყინულის სასახლე და სხვა ახალი ინფრასტრუქტურა დაემატება თბილისსა და ბაკურიანს. წელს 25 მლნ ლარი უკვე არის გამოყოფილი, ჯამში 100 მლნ ლარი დაგვიჯდება ამ ფესტივალის ორგანიზება“, – განაცხადა პრემიერმა.
ცნობისთვის, ევროპის ოლიმპიური კომიტეტების (EOC) 49-ე გენერალურ ასამბლეაზე, 2020 წლის ნოემბერში ბაკურიანს ოფიციალურად მიენიჭა 2025 წლის ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლის სტატუსი.
ბათუმში, ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის მაკა ბოჭორიშვილის ინიციატივით, გაიმართა საქართველოსა და ცენტრალური აზიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების პირველი ერთობლივი შეხვედრა. ინფორმაციას…
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, უნგრეთის პრემიერ-მინისტრ პიტერ მადიარის მიწვევით, ბუდაპეშტში უნგრეთის რევოლუციის 70 წლის საიუბილეო ღონისძიებებს დაესწრო. ინფორმაციას ირაკლი კობახიძის პრესსამსახური…
ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა თემაზე, „მსოფლიოსა და ეროვნული ეკონომიკების მდგომარეობა და გამოწვევები თანამედროვე ეტაპზე“. აღნიშნული კონფერენცია მიეზღვნა…