პარლამენტმა „სურსათის დანაკარგების შესახებ“ კანონპროექტი მიიღო – რას გულისხმობს პროექტი?

პარლამენტმა „სურსათის დანაკარგების შესახებ“ კანონპროექტი მიიღო – რას გულისხმობს პროექტი?

პარლამენტმა პირველი მოსმენით განიხილა და 76 ხმით „სურსათის დანაკარგების, მისი ნარჩენების შემცირების და შეწირულობის შესახებ“ კანონპროექტი მიიღო. ინფორმაციას პარლამენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

პარლამენტის წევრის, ხატია წილოსანის განმარტებით, ახალი საკანონმდებლო ინიციატივით წესრიგდება სურსათის ნარჩენებისა და სურსათის დანაკარგების მართვის ღონისძიებებთან, სურსათის დანაკარგებისა და სურსათის ნარჩენების შემცირებასთან, სურსათის შეწირულობასთან და გადანაწილების პოლიტიკასთან, სახელმწიფო ორგანოების პასუხისმგებლობასთან და სურსათის საქველმოქმედო საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხები.

მისივე თქმით, შემოდის სრულიად ახალი მიდგომები, რაც საქველმოქმედო მიზნებისთვის სურსათის დონაციას და სასურსათო ბანკებისთვის კერძო სექტორის მხრიდან შეწირულობის სახით გადაცემას უკავშირდება. შესაბამისად, შემოდის ახალი ცნება, რომელიც სურსათის ბანკის შექმნას ითვალისწინებს. როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, აქამდე ასეთი კონცეფცია საქართველოში არ ყოფილა.

კანონპროექტის თანახმად, იმისათვის, რომ საქველმოქმედო ორგანიზაციას სურსათით უზრუნველყოფის ბანკის ფუნქცია მიენიჭოს, სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ავტორიზაცია დასჭირდება. კანონპროექტით განისაზღვრება იმ სურსათის ჩამონათვალი, რომლის დახლიდან მოხსნა, დონაცია, გადაცემა და მოხმარება არ შექმნის რისკს ადამიანისთვის. ამაში მოიაზრება ისეთი დაბალი რისკის პროდუქტები, როგორიცაა ბურღულეული, ჩაი, ყავა და სხვა.

„აქტიური კომუნიკაცია გვქონდა გაეროს სოფლის მეურნეობის და სურსათის ორგანიზაციასთან, რომელმაც შეისწავლა ქვეყანაში სურსათის ნარჩენების წარმოქმნის, მასთან დაკავშირებული საკითხების მართვის თემები და აღმოჩნდა, რომ დიდი რაოდენობით სურსათი, როგორც მთელ მსოფლიოში, ისე საქართველოში ნარჩენის სახით წარმოიქმნება და ხვდება ნაგავსაყრელზე, მაშინ როდესაც რეალური შესაძლებლობაა, რომ ამგვარი სურსათი მიწოდებული იყოს ადამიანებისთვის, რომელთაც ამის საჭიროებები აქვთ“, – განაცხადა მომხსენებელმა.

მსგავსი სიახლეები

საბავშვო ბაღებში ნოროვირუსი გარედან არის შესული – ველოდებით გამოძიების დასრულებას – კახა აბულაძე

საბავშვო ბაღებში ნოროვირუსი გარედან არის შესული – ველოდებით გამოძიების…

„ნოროვირუსით დაინფიცირებულ პაციენტებს შორის მხოლოდ ჩვენი საჯარო ბაღების აღსაზრდელები არ ყოფილან. გვაქვს ინფორმაცია, რომ სხვა დაინფიცირებული პაციენტებიც იყვნენ“, – ამის შესახებ…
ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს ალენ ბერსეს შეხვდა

ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს ალენ ბერსეს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს ალენ ბერსესა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე შეხვედრაზე, რომელიც ნიუ-იორკში, გაეროს…
რევაზ სოხაძე – ჩვენ არ გვინდა, უბრალოდ ავაშენოთ ინფრასტრუქტურა. მგვინდა, ახალი არქიტექტურული ღირებულება შევქმნათ

რევაზ სოხაძე – ჩვენ არ გვინდა, უბრალოდ ავაშენოთ ინფრასტრუქტურა.…

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ საერთაშორისო არქიტექტურული ფორუმი SHARE Georgia 2026 გახსნა. მინისტრმა ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და…