საქსტატმა 2023 წლის პირველი კვარტლის მშპ-ის დეტალური ანგარიში გამოაქვეყნა. მისი მიხედვით, საქართველოს ეკონომიკის ზომა პერიოდის განმავლობაში 16.4 მილიარდი ლარი იყო. წინა წელთან შედარებით კი მშპ-ის ზრდამ კი 6.8% შეადგინა.
სექტორებს შორის ზომით #1 ადგილზეა საბითუმო და საცალო ვაჭრობა, რომლის კონტრიბუციაც მთლიან შიდა პროდუქტში 2 მილიარდ ლარს შეადგენდა. ამასთან, ვაჭრობის სფერო წლიურად 14%-ით გაიზარდა. მეორე ადგილზეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები 1.7 მილიარდით. ამ სფეროში ეკონომიკური აქტივობა წინა წლის ანალოგიურია. რაც შეეხება ყველაზე მაღალ ზრდის ტემპს, ის IT, ინფორმაციისა და კომუნიკაციის სფეროშია, რომელიც წლიურად 44%-ით არის გაზრდილი.
ეკონომიკური ზრდა სექტორების მიხედვით:
● საბითუმო და საცალო ვაჭრობა – 2.06 მილიარდი ლარი, ზრდა წინა წელთან 14% ● უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები – 1.7 მილიარდი ლარი, ზრდა წინა წელთან 0% ● დამამუშავებელი მრეწველობა – 1.33 მილიარდი ლარი, კლება წინა წელთან -7% ● მშენებლობა – 930.2 მილიონი ლარი, ზრდა წინა წელთან 15% ● ლოგისტიკა – 846.2 მილიონი ლარი, ზრდა წინა წელთან 3% ● განათლება – 803.3 მილიონი ლარი, ზრდა წინა წელთან 13% ● საფინანსო და სადაზღვევო სექტორი – 791.6 მილიონი ლარი, ზრდა წინა წელთან 7% ● ინფორმაცია და კომუნიკაცია – 784.7 მილიონი ლარი, ზრდა წინა წელთან 44% ● სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა – 758.4 მილიონი ლარი, კლება წინა წელთან -2% ● ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები – 625.9 მილიონი ლარი, კლება წინა წელთან -13% ● ხელოვნება, გართობა და დასვენება (მათ შორის აზარტული თამაშები) – 602.3 მილიონი ლარი, ზრდა წინა წელთან 17% ● ენერგეტიკა – 515.3 მილიონი ლარი, ზრდა წინა წელთან 0% ● ტურიზმი – 436.8 მილიონი ლარი, ზრდა წინა წელთან 16% ● პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 323.7 მილიონი ლარი, ზრდა წინა წელთან 5% ● სამთომოპოვებითი მრეწველობა – 184.8 მილიონი ლარი, კლება წინა წელთან -11% ● ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების საქმიანობები – 170.3 მილიონი ლარი, ზრდა წინა წელთან 33% ● წყალმომარაგება; კანალიზაცია, ნარჩენების მართვა – 134.6 მილიონი ლარი, ზრდა წინა წელთან 0% ● სხვა სახის მომსახურება – 133.6 მილიონი ლარი, ზრდა წინა წელთან 23% ● შინამეურნეობების, როგორც დამქირავებლის, საქმიანობები; არადიფერენცირებული საქონლის და მომსახურების წარმოება შინამეურნეობების მიერ საკუთარი მოხმარებისათვის – 21.4 მილიონი ლარი, ზრდა წინა წელთან 38%.
საქართველოს მელიორაცია განმარტავს, რა სქემით დაასუბსიდირებს მთავრობა სატბორე მეურნეობებს. მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, მოხმარებლები გადაიხდიან მომსახურების საფასურის გათვალისწინებით გადასახდელი თანხის 20%-ს, მაგრამ…
“დღეს ხელვაჩაურში ვხსნით იუსტიციის სახლს, რომელიც აჭარაში არის რიგით მეცხრე”, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ხელვაჩაურის იუსტიციის სახლის გახსნის ღონისძიებაზე…
ხელვაჩაურში იუსტიციის სახლი რამდენიმე წუთის წინ გაიხსნა. გახსნის ღონისძიებაზე იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ განაცხადა, რომ ახალი იუსტიციის სახლები ასევე გაიხსნება მცხეთაში, ახმეტაში,…