ვინ ხარჯავს ყველაზე მეტ თანხას სახელმწიფო შესყიდვების გზით? – TOP-10 შემსყიდველი

ვინ ხარჯავს ყველაზე მეტ თანხას სახელმწიფო შესყიდვების გზით? – TOP-10 შემსყიდველი

2022 წელს, სახელმწიფო შესყიდვებზე რეკორდული თანხა 7.399 მლრდ ლარი დაიხარჯა,
რაც ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 10.3%-ს შეადგენს. 2021 წელს ეს თანხა 5.7 მილიარდს შეადგენდა. 2011 წელთან შედარებით სახელმწიფო შესყიდვებზე დახარჯული თანხის მოცულობა 2.7-ჯერ გაიზარდა – 2.6 მლრდ-დან 7.4 მლრდ-მდე.

შესყიდვების სააგენტოს მონაცემებით, ტენდერების მეშვეობით გაფორმებული ჯამური სახელშეკრულებო ღირებულების 42%-ს „ტოპ 10“ ყველაზე მსხვილ შემსყიდველზე მოდის, რაც თანხობრივად 2,924,806,74 ლარს უტოლდება.

ტოპ-10 შემსყიდველი ორგანიზაცია

1. საავტომობილო გზების დეპარტამენტი – 170 ხელშეკრულება / 1.067 მლრდ ლარი;
2. საგანმანათლებლო/ სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო – 191 ხელშეკრულება / 520.28 მლნ ლარი;
3. მუნიციპალური განვითარების ფონდი – 48 ხელშეკრულება/ 340.5 მლნ ლარი;
4. გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია – 89 ხელშეკრულება/ 251.14 მლნ ლარი;
5. შსს – 477 ხელშეკრულება/ 210 მლნ ლარი;
6. თბილისის მერია – 265 ხელშეკრულება – 174.16 მლნ ლარი;
7. საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველო – 118 ხელშეკრულება/ 114.78 მლნ ლარი;
8. სოციალური მომსახურების სააგენტო – 23 ხელშეკრულება / 105.89 მლნ ლარი;
9. თბილისის სატრანსპორტო კომპანია – 175 ხელშეკრულება/ 76.52 მლნ ლარი;
10. გაზის ტრანსპორტირების კომპანია – 26 ხელშეკრულება / 64.07 მლნ ლარი;

შესყიდვების სააგენტოს ანგარიშიდან ირკვევა, რომ 2022 წლის განმავლობაში სხვადასხვა სახის საქონლის, მომსახურების თუ სამშენებლო სამუშაოების შესასრულებლად 4,373,505,323 ლარზე დაიდო ხელშეკრულება. მიმწოდებლებს შორის კონკურენციის პირობებში კი, საერთო ჯამში დაფიქსირდა დაახლოებით 424 მილიონი ლარის ეკონომია. სახელმწიფო ტენდერებში დაფიქსირებული ეკონომიის თითქმის ნახევარი – 208,065,088 ლარი „ტოპ 10“ შემსყიდველის მიერ გამოცხადებულ ტენდერებზე მოდის.

ყველაზე მეტი – დაახლოებით 275 მილიონი ლარი, დაიზოგა ინფრასტრუქტურული და სხვადასხვა სახის სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობების სამშენებლო სამუშაოების შესრულების მიზნით გამოცხადებულ ტენდერებში, 90 მლნ ლარზე მეტი საქონლის, ხოლო 58 მლნ ლარამდე მომსახურების შესყიდვაზე.

მსგავსი სიახლეები

ლარში ცალკეული ტიპის სესხები გაიაფდა, უცხოურ ვალუტაში კი ფინანსური პირობების გამკაცრებაა მოსალოდნელი – სებ

ლარში ცალკეული ტიპის სესხები გაიაფდა, უცხოურ ვალუტაში კი ფინანსური…

საქართველოს ეროვნული ბანკის თანახმად, საქართველოში საკრედიტო აქტივობა მზარდია, თუმცა სესხებზე საპროცენტო განაკვეთების დინამიკა ვალუტისა და სესხის ტიპის მიხედვით განსხვავდება. მონეტარული პოლიტიკის…
მაკა ბოჭორიშვილი ტაჯიკეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სიროჯიდინ მუხრიდინს შეხვდა

მაკა ბოჭორიშვილი ტაჯიკეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სიროჯიდინ მუხრიდინს შეხვდა

ბათუმში, ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ტაჯიკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს სიროჯიდინ მუხრიდინს შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.  უწყების…
ციფრული ლარი საპილოტე პროექტია და ამ ეტაპზე მისი საყოველთაო შემოღება არ იგეგმება – სებ

ციფრული ლარი საპილოტე პროექტია და ამ ეტაპზე მისი საყოველთაო…

ციფრული ლარი საპილოტე პროექტია და ამ ეტაპზე მისი საყოველთაო შემოღება არ იგეგმება, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებაშია აღნიშნული. „საქართველოს…