მმართველი პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის შეფასებით, ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის მიცემული 12 რეკომენდაციასთან დაკავშირებით ევროკომისიისა და მმართველი ძალის შეფასებებს შორის თანხვედრა არსებობს.
ირაკლი კობახიძემ დღეს რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით წარმოდგენილი ანგარიშის დროს ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ საქართველომ რეკომენდაციები საკანონმდებლო დონეზე შეასრულა და ახლა მათი პრაქტიკაში შესრულებაღა დარჩა.
„რაც შეეხება იმას, რამდენად თავსებადია ერთმანეთთან ევროკომისრის და ჩვენი შეფასებები. არ მგონია, რომ შეუთავსებლობაა და ავხსნი რატომ. ერთი მხრივ არის რიცხვები, რომლის თანახმად 3 რეკომენდაცია სრულად შესრულდა, დანარჩენი კი არასრულადაა შესრულებული, თუმცა რაში ვხედავთ თანხვედრას – დღემდე, რაც შეიძლებოდა გაკეთებულიყო, ყველაფერი გაკეთდა. ანუ რის გაკეთებაც შესაძლებელი იყო პრაქტიკული კუთხით – ეს იყო კანონმდებლობის შემუშავება და ეს გაკეთდა. თუ დავაკვირდებით რეკომენდაციებს საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, გვეუბნებიან რომ კანონმდებლობა კარგია და პრაქტიკაში აღსრულებაა საჭირო. ანუ ჩვენ ვთანხმდებით შეფასებაზე, კანონმდებლობა მოწონებულია და აქედან გამომდინარე ჩვენ ვაცხადებთ, რომ რაც დღემდე შეიძლებოდა გაკეთებულიყო, გაკეთდა. იგივე რეგლამენტის შემთხვევაში – ის დაიხვეწა… რატომ გვეუბნებიან, რომ სრულად შესრულებული არ არის, რადგან ეს პრაქტიკაში უნდა დაინერგოს.
ევროკომისარი ვარჰეი გვეუბნება, რომ კარგია კანონმდებლობის გადასინჯვა, თუმცა ახლა საჭიროა ამ ყველაფრის აღსრულება. 18-დან 12-13 უკავშირდება პრაქტიკის გაუმჯობესებას. ამიტომ პრინციპში თანხვედრაა ჩვენს შეფასებებს შორის“, – განაცხადა კობახიძემ.
ქუთაისი ყოველთვის იყო განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კერა ჩვენს ქვეყანაში.დღეიდან კი, ტექნოლოგიური ჰაბის გახსნით, ქუთაისი ასევე ხდება საქართველოს ტექნოლოგიური…
სემეკ-მა საქართველოს ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის გამომწვევი მიზეზების შესწავლა დაიწყო. ინფორმაციას ამის შესახებ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისია ავრცელებს. კომისიის ცნობით, სემეკ-ის…
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს წუხილს ევროკავშირის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის შეტანის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ…